ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 აპრილი 2013


E-Participation Mechanisms on the Web-pages of Public Institutions

IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში 2012 წლის 1 ნოემბრიდან აწარმოებს დაკვირვებას საქართველოს 23 ცენტრალური საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე.

მონიტორინგი განხორციელდა 2012 წლის გაეროს ელ-მმართველობის კვლევისა და IDFI-ს მიერ 2011 წელს შემუშავებული „საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის შეფასების პარამეტრების“ გათვალისწინებით. პროექტზე მომუშავე ჯგუფმა ამ ორი კვლევის მეთოდოლოგიის სინთეზი მოახდინა და შეიმუშავა სამ კომპონენტიანი შეფასების სისტემა. შეფასების სისტემა შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია, ელ-გადაწყვეტილების მიღება.

სამთვიანი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ძირითადად ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გამოიხატება მშრალი ინფორმაციის გავრცელებაში და ისეთი სადისკუსიო პლატფორმების არქონაში, როგორებიცაა ბლოგი, ფორუმი.

ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ვებ-რესურსები ინფორმაციის გავრცელების ისეთ მექანიზმებსაც არ ფლობენ, როგორიცაა RSS ან სიახლეების ელ-ფოსტაზე გამოწერის ფუნქცია;

მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ეს გამოწვეულია უწყებების ვებ-გვერდებზე საკომუნიკაციო-საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობით ან მათი ტექნიკური გაუმართაობითა და უწყებების მხრიდან აღნიშნული საკითხისადმი უყურადღებობით;

იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებს არ აქვთ ვებ-გვერდებზე კომენტარის დატოვების საშუალება. ეს ნეგატიური ტენდეცია იმაზე მიუთითებს, რომ უწყება ღია არ არის მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები და კრიტიკა მიიღოს;

ბოლო თვეებში გაჩნდა Twitter-ის ოფიციალური გვერდების გაუქმების ტენდენცია. უწყებების დიდ ნაწილს Twitter ანგარიში აღარ აქვს, უმეტესობა გვერდზე სიახლეებს არ აზიარებს, საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს ამ საკომუნიკაციო მექანიზმს აქტიურად;

დამონიტორინგებული უწყებებიდან არცერთი არ გვთავაზობს სპეც-განყოფილებას ან სერვისს სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის;

ქართული სამთავრობო უწყებების უმეტესობას არ აქვს ვებ-გვერდზე ონლაინ მომსახურების შეფასების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მოქალაქეებთან ერთად გამოსავლის ძიება;

საჯარო პირები მოქალაქეებთან უშუალო კავშირზე არ გამოდიან, არცერთი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი მოდერაციას არ უწევს დისკუსიას და წამოჭრილ პრობლემებს პირადად არ ეხმაურება;

უწყებების უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმა, იგივე, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგია;

უწყებები მოქალაქეების მხრიდან შემოსულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს ძირითადად უყურადღებოდ ტოვებენ. ჩვენ მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის ელექტრონულად გაგზავნილ სატესტო შეკითხვებზე მიღებული პასუხების რაოდენობა მინიმალური იყო. მხოლოდ ორმა დაწესებულებამ გასცა ოთხივე შეკითხვას პასუხი.

 

პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024