პროექტის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში პროექტის განხორციელების ანგარიში

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 4 მარტი 2015

ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებულ იქნა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მედიის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია. 2014 წლის დასაწყისში მოხერხდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

 

IDFI-ს დამსახურებით, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პირველადი სტრატეგია გაცილებით გაუმჯობესებული სტრატეგიით ჩანაცვლდა. პოზიტიური ცვლილებები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: საეთერო ტელევიზიების გავრცელების ქსელების დემონოპოლიზაცია, დაშვების ტარიფების გამჭვირვალობა, რეგიონული მედიის ინტერესების გათვალისწინება, კონკურენტული და ღია საკონკურსო პროცედურების დანერგვა, ქსელების მშენებლობა არა საბიუჯეტო, არამედ კერძო ინვესტორების სახსრებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


IDFI-ს მიზნებში შედიოდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" საქმიანობის მონიტორინგი, ტექნიკური, კონკურენციისა თუ ეკონომიკური ხარვეზების გამოვლენა, მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება. IDFI თვალ-ყურს ადევნებდა საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვის პროცესს.


რამდენადაც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ციფრულ საეთერო მაუწყებლობასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ აისახა. 2014 წლის მარტში IDFI-მ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოამზადა კვლევა, ხოლო წინადადებები წარუდგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ინსტიტუტმა პროექტის ფარგლებში კიდევ 6 კვლევა და რამდენიმე სტატია მოამზადა, გამართა და მონაწილეობა მიიღო არაერთ კონფერენციაში, შეხვედრასა თუ ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ხარვეზების და მთავარი გამოწვევების განსაზღვრას და მათზე მსჯელობას. IDFI-ს ექსპერტები ხშირად უთმობდნენ ყურადღებას Set Top Box -ების შესყიდვის პროცედურას და პირობებს, რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების სიმძლავრეების პრობლემებს, სამთავრობო სტრატეგიას, შპს "საქართველოს ტელეცენტრის" მიერ წარმოებული სამუშაოების გაუმჭვირვალობის საკითხს და სხვა.


სახელმწიფოს მიერ 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის სპეციალური მოწყობილობის უფასოდ დარიგების და იაფი გადაწყვეტის მიღების მიზნით, IDFI-მ გამოითხოვა შესაბამისი მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.


პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების კუთხით უნდა გამოიყოს რამდენიმე მიმართულება:

  • ციფრული საეთერო მაუწყებლობის კომერციული სამაუწყებლო ქსელის ღია და გამჭვირვალე კონკურსი, დაბალი დაშვების ტარიფი მაუწყებლებისთვის, რომელიც ნაკლებია საშუალო ევროპულ ფასზე;
  • სექტემბრის ბოლოს მარეგულირებელ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა მარეგულირებელი კომისიის მზაობა იმ სიხშირეების გამოყოფის შესახებ, რომელიც მოთხოვნილი იყო ადგილობრივი და რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების მშენებლობისთვის;
  • სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან" გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის შესახებ.
  • კომერციული მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმის კონკურსის შედეგად შერჩეულ კომპანიას სალიცენზიო პირობებში დეტალურად განესაზღვრათ კომერციული მაუწყებლების დაშვების პირობები და ვალდებულებების ფარგლები;


ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლებისთვის მოეწყო პრეზენტაციები არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტებიდან საუკეთესო და ხელმისაწვდომ ფასიანი აპარატურის შერჩევის მიზნით.


IDFI-ს აქტივობებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით აქტიურად აშუქებდნენ სხვადასხვა მედია საშუალებები.

 

/public/upload/IDFI/DSO-2014-survey.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024