DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი 30 სექტემბერი 2022

პროექტის “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა“ ფარგლებში, ექსპერტებმა eGA-დან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI) (საქართველო) მოამზადეს ანგარიში ციფრული მოწყვლადობის შესახებ, რაც დაეხმარებათ საჯარო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გაუმკლავდნენ ციფრულ გამოწვევებს.

 

პროექტის კონტექსტში, ციფრულად მოწყვლადს მიეკუთვნებიან ის ჯგუფები, რომელთა ციფრული ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და ელექტრონულ სერვისებზე წვდომა შეფერხებულია ციფრული საკითხების შესახებ ინფორმირებულობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ან/და ციფრული წიგნიერების და უნარების ნაკლებობით. ეს ბარიერები (დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ.) ადამიანებს ციფრული ტრანსფორმაციის სარგებლის მიღებაში უშლის ხელს, რაც უარყოფითად აისახება მათ უფლებებზე, ინტერესებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

ანგარიშში წარმოდგენილია კვლევითი აქტივობები, რომლებიც საქართველოში არსებული ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების დაუცველობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებაზეა ორიენტირებული. პირველ ნაწილში წარმოდგენილი ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების წინასწარი შეფასება სამაგიდო კვლევას ეყრდნობა. ხოლო, მეორე ნაწილში წარმოდგენილია დარგის ქართველ ექსპერტებთან ჩატარებული ხარისხობრივი ინტერვიუების ანალიზი. აგრეთვე საკითხის ექსპერტების მოსაზრებებსა და ავტორების ანალიზზე დაყრდნობით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები.

 

თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებები

 

ჩატარებული 17 ინტერვიუდან, ქართველმა ექსპერტებმა იმ ცხრა ძირითად საკითხს გაუსვეს ხაზი, რომლებიც საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების გააზრებაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული საკითხები მთელ მოსახლეობას ეხება, მათი გავლენა ახალგაზრდებისა და მოხუცების შემთხვევაში განსხავებულია. აღნიშნული ვრცელდება არამხოლოდცვლადისორუკიდურესნაწილზე, რომელიცკვლევის საწყის წერტილადიქნა შერჩეული (ასაკობრივიჯგუფები), არამედ მთელსპექტრზე -სხვადასხვა ასაკის ადამიანებს სხვადასხვა ციფრულ შესაძლებლობებსა და ელექტრონულ სერვისებზე წვდომა ესაჭიროებათ. შესაბამისად, უნარ-ჩვევებთან ერთად, რომლებიც მათ ამისათვის ესაჭიროებათ, არა მხოლოდ ასაკობრივი სპექტრის, არამედ მოსალოდნელი შედეგების მიხედვითაც განსხვავდება.

 

ხარისხობრივი ინტერვიუების ძირითადი მიგნებები ცხრა ძირითადი საკითხის მიხედვითაა ასახული, განსაკუთრებული აქცენტი კი ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების ასაკობრივ მახასიათებლებზე კეთდება. საკითხები წარმოდგენილია თანმიმდევრობით, მათი აქტუალობის მიხედვით, ჩატარებულ ინტერვიუებში ხსენების რაოდენობიდან გამომდინარე. ექსპერტებმა გამოყვეს შემდეგი მთავარი გამოწვევები, რომლებიც მოქალაქეების ციფრულ მოწყვლადობას განაპირობებს:

 

1. გეოგრაფიული მდებარეობა

2. ციფრული ინსტრუმენტების/საშუალებების გამოყენების უნარები, ხელმისაწვდომობა და ინფორმირებულობა

3. ენის ბარიერები

4. მედია წიგნიერება

 

გამოიყო ასევე დამატებითი გამომწვევი მიზეზები:

 

1. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

2. კიბერუსაფრთხოება

3. შეზღუდული შესაძლებლობები

4. გენდერი

 

რეკომენდაციები

 

საჯარო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან გამოთქმული მოსაზრებების ანალიზიდან გამომდინარე, რეკომენდირებული აქტივობები უნდა ითვალისწინებდეს ორ მთავარ ასპექტს: 1) აქტუალური გამოწვევები, რომლებსაც ციფრულად მოწყვლადი ჯგუფები აწყდებიან ციფრული შესაძლებლობებით სარგებლობის პროცესში, და 2) ციფრულ მოწყვლადობასთან გასამკლავებელი ყოვლისმომცველი სტრატეგიის არარსებობიდან გამომდინარე, კოორდინაციისა და ამოცანების განაწილებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები.

 

რეკომენდაციები წარმოდგენილია ზოგადი ფორმულირებით, რათა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებზე საჯარო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ განხილვისა და მსჯელობის საშუალება, შემდგომი სამოქმედო გეგმების და პროექტების შესამუშავებლად.

 

რეკომენდაციების შემუშავების საბოლოო მიზანია საქართველოში იდენტიფიცირებული მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ციფრული ჩართულობის ზრდითა და სერვისების გამოყენებით, ასევე, ამის მისაღწევად საჭირო პირობების, ცოდნისა და უნარების უზრუნველყოფით.

 

კერძოდ, ეს რეკომენდაციები ეხმიანება პროექტის მიზნებს იმით, რომ საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეცოდინებათ ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, გაიუმჯობესებენ ამ ჯგუფებთან ურთიერთობის უნარებს და მოახდენენ ციფრული უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავების ან გაუარესების პრევენციას. რეკომენდაციები წარმოდგენილია სასურველი შედეგების სახით, რის მისაღწევად განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები გამოიკვეთება პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაო შეხვედრების დროს.

 

ციფრული მოწყვლადობის და ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ცნობიერება

 

ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ თუ რა არის ციფრული მოწყვლადობა, ვინ არიან ციფრულად მოწყვლადი ჯგუფები, და რა არის მათი ძირითადი საჭიროებები. როგორც აღმოჩნდა, გამოწვევებს შეიძლება განაპირობებდეს გეოგრაფიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურაზე წვდომის ხარისხი, ციფრული უნარები, ენობრივი ბარიერები და სხვა ფაქტორები.

 

ახალი პოლიტიკის, სერვისებისა და პროექტების შემუშავებისას, ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, დონორებმა და კერძო სექტორმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ და კრიტიკულად შეაფასონ აღნიშნული პოლიტიკა, სერვისები თუ პროექტები. ამის მიზანია დადგინდეს პოტენციური გავლენა - დადებითი, ნეიტრალური, თუ უარყოფითი - რაც შეიძლება შესაბამის მოქმედებას ჰქონდეს ციფრულად მოწყვლად ჯგუფებზე.

 

პროექტების სტრატეგიულად დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა, ციფრული უთანასწორობის მონიტორინგისა და შეფასების პარალელურად

 

ფინანსური დახმარებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, საქართველოში მოქმედმა დონორ ორგანიზაციებმა და ფონდებმა ციფრული მოწყვლადობის საკითხები უნდა გაითვალისწინონ საგრანტო შესაძლებლობებისა და პროგრამების დაგეგმვის, გამოცხადებისა და განხორციელების პროცესში.

 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, უნდა გაითვალისწინონ ციფრული მოწყვლადობა, რათა არა თუ გააუარესონ, არამედ შეამცირონ არსებული უთანასწორობა პროექტების, სერვისების მიწოდებისა და ადვოკატირების აქტივობების მეშვეობით. მიზანშეწონილია გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობები და ცნობიერება დაფინანსების ხელმისაწვდომი შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებით იმ პროექტების შემთხვევაში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ჯგუფების ციფრული მოწყვლადობის პრობლემებთან გამკლავებას.

 

სექტორებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა

 

დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ ერთობლივად შეიმუშაონ ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ეფექტური აქტივობები. გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და აქტიური ჩართულობა უნდა იყოს ინკლუზიური ელექტრონული მმართველობის ინიციატივების ქვაკუთხედი.

 

ეს შესაძლებელია, როდესაც ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აქვთ ჩართულობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობის ერთიანი გაგება, ისეთი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვის, განვითარებისა და განხორციელების თვალსაზრისით, რომლებიც მოითხოვენ ერთ, ან მრავალ სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.

 

მაგალითად, თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, ან ხელისუფლებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის და ა.შ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPPs) მნიშვნელობას ახალი მიდგომების, მართვის პროცესების დანერგვისა და დაფინანსების შესაძლებლობების მიმართულებით. ერთიანი ძალისხმევით, საჯარო და კერძო სექტორებს შეუძლიათ უკეთ განსაზღვრონ მოქალაქეების საჭიროებები, და გაიზიარონ ისეთი საკითხების გადაწყვეტის ტვირთი, როგორიცაა ციფრული უნარების განვითარება.

 

გაძლიერებული კომუნიკაცია და ცნობიერება მიმდინარე რელევანტური პროექტების შესახებ

 

დაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთობის თავისებურებებისა და ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლებიც ხაზგასმულია აღნიშნულ ანგარიშში, იკვეთება მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციების აქტივობებისა და მიზნების „დუბლირების” ალბათობა/რისკი. ეს გამოწვევა განპირობებულია მიმდინარე პროექტების და აქტივობების შესახებ ცნობიერების ნაკლებობით. ეს უკანასკნელი საჭიროა ასევე ადგილობრივი გარემოებების შესახებ ინფორმირებულობის, ნდობის მოპოვებისა და ციფრულ სერვისებთან, ხელმისაწვდომობასთან, მოსახლეობის უნარებთან და ა.შ. დაკავშირებული ფაქტების, მონაცემებისა და სტატისტიკის შესახებ სწორი წარმოდგენის შესაქმნელად.

 

აუცილებელია არსებობდეს ციფრულად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული მიმდინარე ან განხორციელებული ინიციატივების, პროექტების და სერვისების შესახებ განახლებული ინფორმაცია/მიმოხილვა. ასეთი მიმოხილვა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სექტორებსა და მმართველობის დონეებს: ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯარო-კერძო პარტნიორობები, და დონორები. ამ საკითხზე რესპონდენტების მოსაზრებები მიუთითებს ერთიანი, ყოვლისმომცველი რეესტრის/ბაზის არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებს ყველა რელევანტურ პროექტს, კვლევებს, გამოკითხვებს, ანგარიშებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, და შესაბამის პროექტებში ჩართულ ორგანიზაციებს, ასევე ციფრული მოწყვლადობის დაძლევაზე მიმართულ დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.

 

მნიშვნელოვანი საკითხების და იმ უნარების არსობრივი გაგება, რომლებიც პოლიტიკის შემუშავება/ჩართულობისთვის და სერვისების შექმნა/შეთავაზებისთვის არის საჭირო

 

კვლევის ფარგლებში ჩართულ რესპონდენტთა გამოხმაურებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ აქტივობები, რომლებიც მიმართულია ციფრულ მოწყვლადობაზე და გულისხმობს ციფრული უნარების განვითარებას, მოითხოვს მაღალ კონკრეტიკას/სიზუსტეს. მიგნებებში ხაზგასმული მნიშვნელოვანი საკითხებიდან, ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილების რამდენიმე მიმართულება იკვეთება:

 

- ყურადღების გამახვილება გეოგრაფიულ სხვაობებზე, იქნება ეს ქალაქებსა და სოფლებს შორის, თუ ვაკე და მთიან რეგიონებს შორის. ინფრასტრუქტურისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება უნდა იყოს მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობების ქვაკუთხედი. ამგვარი ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკურად შეჭირვებული რეგიონებისთვის დახმარების დამატებითი წყაროების მობილიზებას;

 

- სკოლებში ინტერნეტსა და მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგაც ჰქონდეთ წვდომა ციფრულ ინსტრუმენტებზე. ეს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებისთვის, ამავდროულად, ციფრულად მოწყვლადი სხვა სოციალური ჯგუფებისთვის სკოლების ხელმისაწვდომობამ, შესაძლოა გზა გაუხსნას ცნობიერების ამაღლებისა და მოსახლეობაში საბაზისო უნარების განვითარების უფრო ამბიციური პროგრამებს;

 

- ინფორმაციის მოხმარების მიმართ კრიტიკული მიდგომებისა და ხედვის განვითარება, რადგანაც ეს იქცა საფრთხილო საკითხად განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლას, ან ყავთ ლინგვისტური უმცირესობები;

 

- სამიზნე აუდიტორიისთვის ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე, რომელთა დახმარებითაც გაციფრულების სარგებელი თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელია. ეს გულისხმობს ისეთი ციფრული გადაწყვეტების შექმნას და გაუმჯობესებას, რომლებიც პასუხობენ ადამიანების ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საჭიროებებს.

 

ანგარიში შემუშავდა DRIVE პროექტის ფარგლებში, Luminate-ის მხარდაჭერით

 

/public/upload/00_studies/2023/DRIVE_Georgia_report_DVG_2022_GEORGIAN.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024