ლექცია თემაზე - დეზინფორმაცია და დემოკრატია: გამოწვევები გარდამავალი დემოკრატიის კონტექსტში - გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 12 ივლისი 2022

დეზინფორმაციისა და მეხსიერების კვლევების მიმართულების მკვლევარმა, ნინო გოზალიშვილმა წარადგინა მოხსენება: “ დეზინფორმაცია და დემოკრატია: გამოწვევები გარდამავალი დემოკრატიის კონტექსტში” საქართველოს 3 უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ლოზანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში: “ტერიტორიული გამოწვევები და შესაძლებლობები მულტიკულტურული დემოკრატიებისთვის”. 

 

საზაფხულო სკოლა ლოზანისა და ჟენევის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ორგანიზებით საქართველოს სამი უმაღლესი სასწავლებლის, ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის ტარდება. სკოლის ფარგლებში, ნინო გოზალიშვილის ლექცია და სიმულაციები მიეძღვნა დემოკრატიის საკითხებს თანამედროვე ინფორმაციული გარემოს კონტექსტში, ძირითად გამოწვევებზე თეორიულ მსჯელობასა და პრაქტიკული გამოსავლის ძიებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპეციალურად შექმნილ სიმულაციურ თამაშებში, რომლის ფარგლებშიც მათ არა მხოლოდ დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა და გავრცელების ლოგიკაზე, არამედ მისი დემოკრატიაზე გავლენასა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

 

სკოლის მონაწილეები ასევე გაეცნენ IDFI-სა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამას - “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” და გამოთქვეს ინტერესი, შეისწავლონ მსგავსი საკითხები აკადემიურ გარემოში. 

 

IDFI-ს დეზინფორმაციისა და მეხსიერების კვლევის მიმართულება არა მხოლოდ ანალიტიკურ და კვლევით საქმიანობაზე, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებით 2021 წლის შემოდგომიდან აქტიურად მუშაობს. 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024