საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 მარტი 2017

21 მარტს, IDFI-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გამართა "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა”.

 

დისკუსიის მიზანი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სტრატეგიის პროექტის წარდგენა და მათი შეფასებების და რეკომენდაციების მიღება.

 

ღონისძიება გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მატკავამ, IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და დევიდ სმიტმა, პროგრამის დირექტორი Tetra Tech ARD/შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" პროგრამა.


ლევან ავალიშვილის თქმით, IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი ხელს შეუწყობს სამინიტროს სისტემაში ღია მმართველობის ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. „ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვა საჯარო უწყებებისთვის“, - აღნიშნა ავალიშვილმა.

 

საწყის ეტაპზე IDFI-მ ჩაატარა სიტუაციური ანალიზი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სამინისტროში არსებული რისკები, რაც საფუძვლად დაედო სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შექმნას. ასევე, მომზადდა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებითაც ჩატარდება მიღწეული პროგრესის მონიტორინგი. დოკუმენტი შეიცავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სხვადასხვა მიმართულებით და იზიარებს კეთილსინდისიერების ამაღლების არაერთ თანამედროვე მიდგომას.


სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 პრიორიტეტულ მიმართულებას: 1. სამინისტროში ეთიკის და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება; 2. გამჭვირვალობის და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა; 3. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება; და 4. დაგეგმვის, მონიტორინგის და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დახვეწა. 

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამ სტრატეგიის შექმნით, ჩვენ ვქმნით პირობებს, რათა შეიზღუდოს კორუფციის შესაძლებლობები. სტრატეგია პრევენციული ხასიათისაა. მისი მიზანია არა დამნაშავის დასჯა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პოტენციურ დამნაშავეს გაუჭირდება დანაშაულის ჩადენა.“ - აღნიშნა დევიდ სმიტმა.


დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სისტემის განვითარება“-ს ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (Good Governance Initiative – GGI) მიერ. ამ ინიციატივის ფარგლებში, IDFI-ის მიზანია, შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის და მიუერთოს ეს ჩარჩო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სისტემას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024