დისკუსია მასმედიის წარმომადგენლებთან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 მაისი 2013

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში  დისკუსია გამართა მასმედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი თემა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა  და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების დონის შეფასება იყო.


IDFI - მ მედიის წარმომადგენლებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები გააცნო. დისკუსიის მონაწილეებმა დასვეს კითხვები IDFI - ს მიერ განხორციელებული კვლევის ირგვლივ და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე.

შეხვდრის მონაწილე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ოფიციალური საჯარო  ვებ-გვერდებისა  და Facebook გვერდების  არსებობის მიუხედავად, არ ხდება ამ რესურსების  გამოყენება მედიასთან და მოქალაქეებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად.  საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილი ელექრონულ რესურსებს საკომუნიკაციო საშუალებად არ განიხილავს.  ვებ - გვერდებზე ხშირად მოძველებული ინფორმაციაა განთავსებული, რასაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე  ჟურნალისტი ვერ დაეყრდნობა. ვებ-გვერდებზე არ არის მითითებული ინფორმაციის განთავსების თარიღი და დრო.


ჟურნალისტების განცხადებით პრობლემას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებიდან ელ - ფოსტის მეშვეობით პასუხების მიღება. სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ხშირად კითხვების გაგზავნას ფოსტის მეშვეობით ითხოვენ, ბიუროკრატიული პროცედურების გამო კი საჭირო ინფორმაციის მიღება ჭიანურდება და საკითხი აქტუალობას კარგავს, შესაბამისად მიღებული მონაცემები  უსარგებლო ხდება. რაც შეეხება  სოციალურ ქსელებს Facebook გვერდებზე  ბევრ უწყებას არ აქვს გააქტიურებული შეტყობინების მიწერის ფუნქცია, კომუნიკაციას  განსაკუთრებით ართულებს  ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელების მართვაზე პაუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია არცერთ ოფიციალურ Facebook გვერდზე მითითებული არ არის.

მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ  2013 წელს საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაცია შედარებით გაადვილდა, ჟურნალისტები დადებით ტენდენციად აფასებენ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე  მთავრობის განკარგულებების  ხელმისაწვდომობას. თუმცა მათი აზრით ქართულ საჯარო სივრცეში საზოგადოებასთან ურთიერთობის  დამკვიდრებული სტანდარტი  შეცვლას და დახვეწას საჭიროებს;


შეგახსენებთ, რომ IDFI  საჯარო დაწესებულებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის, ელექტრონული რესურსების გამოყენების ხარისხისა და კომუნიკაციის დონის შეფასების მიზნით, 2012 წლის ნოემბრიდან აკვირდება 24 საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსებს, მათზე განთავსებულ აპლიკაციებსა და ამოწმებს მოქალაქეებთან კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის არსებობას. ინსტიტუტმა  ამ საკითხებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა სამთავრობო უწყებებიდან მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზეც.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024