დისკუსია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ოქტომბერი 2014

IDFI და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 22 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ინფორმაციის თავისუფლების პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსია USAID-ის პროგრამის „კარგი მმართველობა საქართველოში“ (G-3) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილს წარმოადგენდა.


ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მზადდება. როგორც საიას იურისტმა სულხან სალაძემ აღნიშნა, პროექტი უკვე გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში. სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელის ნინო ზურიაშვილის თქმით, საჯარო უწყებებში მომუშავე ყველა პირის სახელი და გვარი უნდა იყოს ღია. „მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის პირი გაფორმებულია რომელიმე დაწესებულებაში, იღებს ხელფასს, თუმცა რეალურად არ მუშაობს. მათი სახელი და გვარები ისევე უნდა იყოს ღია როგორც მაგალითად, დეპარტამენტის უფროსების“, - თქვა ზურიაშვილმა.


პრობლემურ საკითხად დასახელდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის საიტის(declaration.ge) ხარვეზები. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანალიტიკოსის გოგა თუშურაშვილის თქმით, რამდენიმე პირის, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელის ქონებრივი დეკლარაცია საიტიდან გაქრა.


ამ პრობლემის არსებობა დაადასტურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა მამუკა ანდღულაძემაც და თქვა რომ საიტზე არ დევს მათი ინფორმაციით ეწ. „ოდეერის“ ზაზა მაზმიშვილის დეკლარაცია, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიცაა და რამდენიმე თვის წინ მის მიერ შევსებული დეკლარაცია საიტზე გამოქვეყნებული იყო.


შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთო პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენენ და ახალი კანონპროექტის გაცნობის შემდეგ საკუთარ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ჩამოაყალიბებენ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024