დისკუსია თემაზე - ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში

სიახლეები 7 მარტი 2012

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI) ელექტრონული მმართველობისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის თემაზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ჩატარდა რობერტ ბოშის ფონდის, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებისა და კარლ-ფრიდრიხ გოერდელერის ეფექტური მმართველობის კოლეჯის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
  აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებიდან და თურქეთიდან ახალგაზრდა ლიდერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და  ახალი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
პროექტში მონაწილეობა IDFI-ს სახელით მარიკა კეჭაყმაძემ მიიღო, რომელიც მუშაობს კვლევით პროექტზე ელექტრონული ჩართულობის შესახებ.

ქართველი მონაწილეების ინიციატივით,  შუალედური შეხვედრა 1-4 მარტს საქართველოში ჩატარდა.

2 მარტს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში პროექტის ფარგლებში IDFI-ს ინიციატივით გაიმართა დისკუსია საქართველოში ელ-მმართველობის და ელ-დემოკრატიის განვითარების თემაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ინფორმაციის გამჭვირვალობის, ელექტრონული მმართველობის განვითარების და ასევე, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს.

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ტენდენციები, ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისწვდომობის და საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის და ელ-მმართველობის მონიტორინგის საკითხებზე, ასევე, ელექტრონული დემოკრატიის დანერგვაზე საქართველოში და იმ პრობლემებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც უკავშირედება აღნიშნულ საკითხებს.
დისკუსიაში IDFI-სთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სსიპ -მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა. სააგენტოს დირექტორმა ირაკლი გვენეტაძემ და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ნატა გოდერძიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს 2011 წელს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დანერგილი ელექტრონული  სერვისები და შემუშვებული კანონ-პროექტები, რომლებიც საქართველოში ელექტრონული მმართველობის და ინფორმაციული უსაფრთხოების თემას ეხება.
წარდგენილი პრეზენტაციების შემდგომ გამომსვლელებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ  ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და გოერდელერის კოლეჯის დირექტორი  გიუნტერ ვერჰოიგენი, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენელი  და პროექტის ხელმძღვანელი მარი-ლენა მაი და ბოშის ფონდის პროექტების  დირექტორი მარკუს ლუქსი. ასევე მონაწილეები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და თურქეთიდან.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024