ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 მარტი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი 

 

2017 წლის 14 მარტს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოს წევრი პარლამენტის წევრები, პარლმენტის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. IDFI პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UDNP) ფინანსური (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში) მხარდაჭერით.

 

შეხვედრა გახსნეს საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა სოფი ჰუე-გერიშმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

სიტყვით გამოსვლისას სოფი ჰუე-გერიშმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მიერ საპარლამენტო ღიაობის დამკვიდრებას. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ არჩევა ჩვენი ქვეყნისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ქალბატონმა გერიშმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის განვითარებაში.

 

14 მარტს ჩატარებულ შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფში შემავალმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველომ წარმოადგინა შემდეგი რეკომენდაციები: პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის წევრების მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენების შესახებ შესაბამისი მიზეზის მითითების ვალდებულების განსაზღვრა, სხდომების დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში საკომიტეტო განხილვების სტენოგრაფიული ჩანაწერების განთავსების ვალდებულება და სხვა. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც 7 ვალდებულება იყო გაწერილი. ამ ვალდებულებების მიზანია პარლამენტის გამჭვირვალობის გაზრდა, მოქალაქეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა შემდეგი რეკომენდაციები: კანონპროექტების კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმის შემუშავება, საჯარო ინფორმაციის (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება, პეტიციის ელექტრონული სისტემის დანერგვა და სხვა. IDFI-ის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის ვებგვერდზე სტენოგრაფიული ჩანაწერების განთავსების აუცილებლობას და მაგალითისათვის IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში განხილული კანადის პარლამენტის ვებგვერდი მოიყვანა.

 

კანონპროექტების კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრაზე შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, მოქალაქეების მიერ კანონპროექტებზე დატოვებული კომენტარები დამუშავდეს პარლამენტის აპარატის მიერ და შემდეგ პარლამენტის წევრს მიეწოდოს. ამასთან, უკუკავშირის საუკეთესო მექანიზმის დასამკვიდრებლად სასურველია საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გამოკვლევა.

 

საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შშმ პირებისთვის პარლამენტის შენობის (თბილისი) პირობების გაუმჯობესება და ადაპტირება, და მათთვის პარლამენტის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, რუსუდან ტუშურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა, საქართველოს საჯარო რეესტრის მაგალითი მოიყვანა, რომელიც უკვე მუშაობს შშმ პირებისთვის თავისი სერვისების ადაპტირებაზე. საჯარო რეესტრის ამ გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარლამენტის მიერ ამ ვალდებულების განხორციელებას.

 

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში გასაწერი ვალდებულებები და ვალდებულების ინდიკატორები საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 28 მარტისა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024