დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში

სიახლეები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | ეროვნული სასამართლო პრაქტიკა 12 ივლისი 2013
საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელწიფოსა და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. 
 
სტატიის მიზანია საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულირების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. სტატიაში განხილულია საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები გერმანიის, ლიტვის, სლოვაკეთის, ხორვატიისა, კანადისა და საქართველოს მაგალითზე.
 
საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი მოიცავს შემდეგ საკითხებს: დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპები, დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური სახდელის ფორმები, დისციპლინური წარმოების პროცედურა და გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. 
 
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სტატია წარმოადგენს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულირების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში. 
 
 
 
 
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში. 
 
სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებებზე პასუხისმგებელია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და შესაძლებელია ისინი არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს. 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024