ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს

IDFI მედიაში 30 ივნისი 2014

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად სატელევიზიო ქსელის აგების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობა შეაფასა და არსებული პრობლემები გამოყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 27 ივნისს, გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაუწყებლებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრობლემებს შორის ორგანიზაციამ დაასახელა სიხშირული რესურსის კონცენტრაციის საფრთხე, ქსელის ოპერატორად ოფშორული კომპანიების დაშვების შესაძლებლობა. საბანკო გარანტიების მოკლე პერიოდი და ქსელზე დაშვების ტარიფების შესახებ ინფორმაციის არარსებობა.
IDFI -ის განცხადებით, საკონკურსოდ გამოტანილი ათივე ლოტი იმგვარადაა დაყოფილი, რომ შესაძლებელია ერთი პირის ხელში აღმოჩნდეს ყველა მულტიპლექსი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. გარდა ამისა, მოქმედი კანონი ოფშორულ კომპანიებს არ უკრძალავს ქსელის ოპერირებას, შესაბამისად, ჩნდება თეორიულად საფრთხე, რომ უცნობი პირის ხელში აღმოჩნდეს ეროვნული დაფარვის ყველა მულტიპლექსი.

 

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კონკურსში სულ ორი კომპანია - „სტერეო+“ და „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებული შპს „მუქსი“ მონაწილეობენ, რომლებიც არ არიან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულები,ამდენად, ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ არსებობს.
IDFI აღნიშნავს, რომ თუ კონკურსში გამარჯვებული კომპანია იქნება ქსელის მფლობელიც და კონტენტის მწარმოებელიც, მას განსაკუთრებული ვალდებულებები და საქმიანობის პირობები უნდა დაუდგინდეს როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორს და არ წარმოიშვას კონკურენციის საფრთხეები.

 

გარდა ამისა, საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიების მოქმედების 2015 წლის 17 სექტემბრამდეა განსაზღვრული. IDFI მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი მცირეა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სატესტო პერიოდი, ისევე როგორც ფასიანი სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის აგების ბოლო ვადა, 2015 წლის 17 სექტემბრის შემდეგ იწურება. იმ შემთხვევაში თუ კონკურსში გამარჯვებული ვერ შეასრულებს საკონკურსო პირობებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კარგავს უფლებას გარანტიაზე და უკიდურეს შემთხვევაში საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევა მოუწევს.

 

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში სულ ორი პირი მონაწილეობს, რაც IDFI-ის აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ საკონკურსო ვადა იყო მცირე და არც საკმარისად გავრცელებულა ინფორმაცია გარე ინვესტორების მოსაზიდად.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ადგილობრივი მაუწყებლების პრობლემებზე ისაუბრა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ (GARB) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა. სამოქმედო გეგმის თანახმად, ადგილობრივ მაუწყებლებს შესაძლებლობა აქვთ ან თავად ააგონ მულტიპლექსი სიგნალის გასავრცელებლად, ან ეროვნული დაფარვის ქსელში ჩაერთონ. საკუთარ გადაწყვეტილებას ისინი მას შემდეგ მიიღებენ, რაც 1 ივლისს ცნობილი გახდება თუ ვინ გაიმარჯვებს ეროვნული მულტიპლექსის აგებისთვის გამოცხადებულ კონკურსში და რა პირობებს შესთავაზებს ის რეგიონულ ტელევიზიებს.

 

ნათია კუპრაშვილის თქმით, საჭიროა კომისიამ გამოაქვეყნოს რადიოსიხშირული დაგეგმარებისთვის საჭირო რეგიონული მულტიპლექსებისთვის მისანიჭებელი სიმძლავრეების შესახებ ინფორმაცია იმისათვის, რომ რეგიონულმა არხებმა დროულად შეძლონ ტექნიკური პროექტების შემუშავება და განხორციელება.

 

GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ არც ციფურლ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაში და არც კომისიის მიერ გმოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარი არ არის ისეთ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც არც ერთი არხი არ მაუწყებლობს. ასეთია, მაგალითად მაღალმთიანეთი. ამიტომაც, ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიამ ამგვარ ტერიტორიაზე დასაშვები უნდა გახადოს რეგიონული მულტიპლექსების გამართვის შესაძლებლობა, რომ არსებული ლოკალური არხები იქაც გავრცელდნენ. გარდა ამისა, რეგიონულ მულტიპლექს ოპერატორებს, ეროვნულების მსგავსად საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მომხმარებელს ფასიანი მომსახურებაც შესთავაზონ.

 

A მულტიპლექსი რეგიონული ტელეკომპანიების გატარების საშუალებას იძლევა, ნათია კუპრაშვილი ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ამ მულტიპლექსის აგების უფლებას მიიღებს, უნდა გამოაქვეყნოს რეგიონულ სამაუწყებლო ზონებში სატელევიზიო კონტენტის გავრცელების ტარიფი. ეს ინფორმაცია ადგილობრივ არხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის განსაზღვრას გაუადვილებს.

 

იხილეთ ბმული

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024