თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 9 აპრილი 2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. უნივერსიტეტმა არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა პრემიებისა და 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსის შესახებ. უნივერსიტეტმა ასევე უარი თქვა დაფინანსებული ღონისძიებებისა და საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.

 
პრემიებთან დაკავშირებით თსუ-მ მოგვაწოდა მხოლოდ თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა, ხოლო თანამდებობის პირების შესახებ მოთხოვნაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით რომ, პერსონალური ინფორმაციის შემცველია. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის მანძილზე თსუ-ს 2212 თანამშრომელზე სულ პრემიის სახით გაიცა 1 935 603 ლარი.
 
ბიუჯეტის შემთხვევაში სრული ბალანსის ნაცვლად მოწოდებულია მხოლოდ კატეგორიების ჯამური ამონაწერი ბიუჯეტიდან.  
 
ღონისძიებებთან დაკავშირებით უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ ინფორმაციის დასამუშავებლად დიდი დრო არის საჭირო, და ასევე, დეპარტამენტს არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი. 
 
 
 
რაც შეეხება საშტატო ნუსხას თანამდებობრივი სარგოს მითითებით, თსუ-მ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. 
 
ყველა სხვა შემთხვევაში მიღებული ინფორმაცია იყო სრული.   
 
 
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმულები:     
       
 
           
 
 
3. ინფორმაცია დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ
             
4. ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშების შესახებ
       
5. ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ
 
6. ინფორმაცია თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ
 
 
პასუხი მიღებული იქნა 10 დღის ვადის დარღვევით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურული ნორმის დარღვევით.
 
წერილის გაგზავნის თარიღი: 18/02/2013
პასუხის მიღების თარიღი: 07/03/2013
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024