ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 იანვარი 2020

21 იანვარის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად (DEA) გამართა შეხვედრა თემაზე: ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები.

 

ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად განხილულიყო ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების გეგმები.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა; მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა ნატალია გოდერძიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან ცანავამ.

 

„საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარი გამოწვევა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. სწორედ ამ პრობლემის გამო, მწირია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ღია და დამუშავებად ფორმატში აქვეყნებენ. მართალია, არსებობს ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალი, მაგრამ საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან ცალკეული მონაცემები ამ პორტალზე გამოაქვეყნონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.“ - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა ნატალია გოდერძიშვილმა ხაზი გაუსვა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას საზოგადოებისა და ბიზნესისთვის. მან ისაუბრა WWW.DATA.GOV.GE-ს მიღწევებზე, არსებულ საჭიროებებსა და პლატფორმის განახლების გეგმებზე.

 

,,ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობა ბიზნესისა და საზოგადოებისათვის მრავალი სასარგებლო შედეგის მომცემია: იგი იძლევა ახალი ინოვაციური იდეების გენერირების შეასძლებლობას, რაც ინდუსტრიული სექტორის მიერ თანამედროვე პროექტებში რეალიზდება- მაგალითად, მობილური აპლიკაციების სახით; აკადემიური წრეებისთვის იქმნება ახალი კვლევით- საგანმანათლებლო მასალა, ხოლო, საბოლოო ჯამში, საზოგადოება იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და სარგებლობს მასზე უფრო მეტად ორიენტირებული საჯარო სიკეთეებით." - აღნიშნა ნატალია გოდერძიშვილმა.

 

იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა, ნატა აბაშმაძემ, მონაწილეებს გაუზიარა იუსტიციის სახლის მიერ მონაცემთა გამოქვეყნების პრაქტიკა. მან ისაუბრა ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობაზე და მაგალითად ევროკავშირის ქვეყები მოიყვანა, სადაც ციფრული ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი მაღალია, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს და დოვლათის შექმნას ნიშნავს. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოც მიჰყვეს თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა, ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე. მან მსმენელებს გააცნო ღია მონაცემების პრატფორმების საერთაშორისო მაგალითები და კარგი პრაქტიკა.

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024