მუნიციპალიტეტებისთვის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება გრძელდება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 18 ივნისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

 

16-17 ივნისს IDFI-ის გუნდმა USAID/Georgia-ს, GGI Georgia-ს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერიების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სიტუაციური ანალიზების ძირითადი მიგნებები და გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები.

 

სიტუაციური ანალიზის მომზადება წარმოადგენს ლაგოდეხის/თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების წინარე ეტაპს. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება ხდება USAID/GGI-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ფარგლებში.

 

პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.პროექტის კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს თელავისა და ლაგოდეხის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

 

1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა; 

 

2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024