2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხარვეზებით წარიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 22 აგვისტო 2019

2019 წლის 26 ივლისს უწყებათაშორისმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მე-17 სხდომაზე განიხილა 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტები მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მწუხარებას გამოთქვამს, რომ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მომზადება დროულად არ განხორციელდა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი წლის მეორე ნახევარში აღნიშნული დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, რომ მომავალში უზრუნველყოს სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვა იმ მიზნით, რომ სტრატეგიული ანტიკორუფციული დოკუმენტები დროულად დამტკიცდეს.


IDFI მიესალმება ახალ ანტიკორუფციულ დოკუმენტებში IDFI-ის მიერ 2019 წლის აპრილში გაცემული რეკომენდაციების ნაწილის ასახვას. თუმცა, სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი დარჩა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის.

 

IDFI აუცილებლად მიიჩნევს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ვალდებულების გათვალისწინებს, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, შესაბამისი უფლებამოსილება და კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

 

/public/upload/IDFI_2019/PrIME/IDFI_recommendations_on_anticorruption_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

01.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024