პროექტის - ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში - საბოლოო ანგარიში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 1 ივლისი 2013

პროექტის - ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში - საბოლოო ანგარიში

2012 წლის 1 ივლისიდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) - ფარგლებში არსებული გრანტის „პარტნიორობა ცვლილებისთვის“ დაფინანსებით ახორციელებდა პროექტს „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.

პროექტის მიზანი გახლდათ ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითების კვლევა-ანალიზის საფუძველზე, საქართველოში თანამედროვე ელ-კომუნიკაციის განვითარების ხელშესაწყობად, ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკურ დაგეგმვაში მათი ჩართულობის დონის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების გაცნობა და სამთავრობო/სამოქალაქო პლატფორმების დანერგვა-დახვეწის გზების ძიება.

საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის განსავითარებლად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან. პოლიტიკურ მზაობასთან ერთად საკვანძოა ამ მიმართულებით ინფორმაციული და აქტიური მოქალაქეების სიჭარბეც, რადგან ინტერაქცია ორმხრივი პროცესია და ორივე მხარის ძალისხმევას საჭიროებს. პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ელ-დემოკრატიისა და ელ-მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტი იქნა შესწავლილი. გაანალიზდა იმ ქვეყნების მაგალითებიც, რომლებსაც სერიოზული მიღწევები აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ეფექტური საკომუნიკაციო არხების დანერგვაში. წარმოგიდგენთ გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე შემუშავებულ წინადადებებს, რომლებიც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში ელექტრონული სერვისების დამკვიდრების პროცესში.

პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო დაწესებულებებმა უნდა შექმნან საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულყოფილი და რამდენიმე წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა, წინასწარ განსაზღვროს პრიორიტეტები, მიზნების მისაღწევად დაგეგმოს ცალკეული აქტივობები;

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მკვეთრად გაიმიჯნოს მათში დასაქმებულთა უფლებამოსილებები და განისაზღვროს ვის კომპეტენციაში იქნება ცალკეული საკომუნიკაციო მექანიზმების (ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები, საჯარო ინფორმაცია, ელექტრონული სერვისები, პეტიციები და ა.შ) ზედამხედველობა და მონიტორინგი;

წერილობითი კორესპონდენციის მსგავსად, ოფიციალური სახე მიეცეს ელ-ფოსტასა და საკონტაქტო ფორმის მეშვეობით მიღებულ კითხვებსა და გზავნილებს. სასურველია გაკეთდეს მათი საჯარო რეესტრი ოფიციალური დოკუმენტების რეესტრის მსგავსად;

მუდმივად აღირიცხებოდეს საჯარო დაწესებულებაში სხვადასხვა გზით (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი, კითხვარის ფორმა და ა.შ.) შესული კითხვები, წინადადებები, კომენტარები და მათზე საპასუხოდ გაგზავნილი პასუხები. განისაზღვროს მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფის ზუსტი ვადები, ფორმები;

პოლიტიკური პროცესებსა და დაგეგმვაში მოქალაქეების მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად დაინერგოს მრავალფეროვანი და ინტერაქციაზე ორიენტირებული სერვისები - ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, კენჭისყრა, საჯარო კონსულტაციები - რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ახალი პოლიტიკის თუ დოკუმენტის შემუშავების პროცესში რიგითი მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა;

ელ-სერვისების დანერგვასთან ერთად, მუდმივად მიმდინარეობდეს ინოვაციური აპლიკაციების ტექნიკური გამართულობის შემოწმება, გაუმჯობესება და მონიტორინგი. მომსახურების გასაუმჯობესებლად თითეულმა საჯარო დაწესებულებამ მიიღოს რჩევები მოქალაქეებისა და საკითხის სპეციალისტებისგან. იყოს მზად სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისა და მათთვის უკუკავშირის ოპერატიულად მიწოდებისთვის. ამისთვის კი შეიქმნას სპეციალური მექანიზმები და საკომუნიკაციო არხები - აზრის გამოკითხვის ფორმები ვებ-გვერდზე, შეხვედრების, დისკუსიები, საჯარო განხილვები და ა.შ;

ხელისუფლებამ მოქალაქეების მობილიზებისა და მათი აქტიურობის წასახალისებლად აწარმოოს ეფექტური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ფართო სეგმენტს მიაწოდოს ინფორამცია მათ ხელთ არსებული ბერკეტებისა და უფლებების შესახებ;

მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს, დაამტკიცოს და ტექნიკური იმპლემენტაცია მოახდინოსმოქალაქის პლატფორმის- ichange.ge - კონცეფციის, რომლის ინიცირების ვალდებულება მას 2013 წლისთვის აქვს აღებული;

აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთავრობის კანცელარიაში, რომლის მთავარი კომპეტენცია მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის (მათ შორის ელექტრონული) დამყარება იქნება. სწორედ ამ ჯგუფის პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს მომავალში მოქალაქის პლატფორმის ichange.ge-ის ამოქმედება და მისი მიზნების რეალობაში განხორციელება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024