ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში - ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 ივნისი 2013

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება  საქართველოში -  ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

 

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კომუნიკაცია გაამარტივა. დღეს მსოფლიოს მთავრობებმა აქტიურად დაიწყეს ინტერნეტის საშუალებით მოქალაქეებთან კომუნიკაციის დანერგვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აქცენტი კეთდება მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

ინტერნეტ რესურსების ეფექტური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, პირდაპირი კომუნიკაციის აგება, აზრთა ურთიერთგაცვლა და საბოლოო ჯამში, მთავრობის მეტი ღიაობის უზრუნველყოფა. მიუხედავად აღნიშნული დადებითი მხარეებისა, ამ ყველაფრის წინაპირობას ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაცია და მასობრივი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანერგილი ელ-საშუალებებით მოქალაქეების მხოლოდ შეზღუდული ნაწილი ისარგებლებს.

საქართველოში ინტერნეტის კუთხით არსებული ტენდენციების საჩვენებლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა კვლევა, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევებისა და თავად ორგანიზაციის მიერ მცირე ონლაინ გამოკითხვის შედეგებზე.

იგი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:


•    ინტერნეტ მომხმარებელთა სტატისტიკა საქართველოში;
•    ინტერნეტიზაციის მნიშვნელობა;
•    ინტერნეტის გამოყენების ტენდენციები;
•    IDFI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები;
•    IDFI-ის გამოკითხვა პეტიციების შესახებ.

 

გამოკვეთილი ტენდენციები და დასკვნები

IDFI-ის მიერ ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ძირითად ასპექტებში დაემთხვა საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. მათი შეჯერებით შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება:


•    ყოველწლიურად ინტერნეტ მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას ხელი არ მიუწვდება აღნიშნულ ქსელზე. განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში;
•    საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტს ნაკლებად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო რესურსად მიიჩნევს, სხვებისთვის კი მასზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებებია: კომპიუტერის არქონა, საჭირო უნარების ნაკლებობა და ინტერესის სიმცირე. ქსელის გამოყენების პრობლემები გაცილებით მასშტაბურია რეგიონებში.
•    კვლევებმა აჩვენა, რომ  მომხმარებელთა უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ძირითადად ინფორმაციის მიღებისათვის იყენებს, პრიორიტეტული არ არის ორმხრივი კომუნიკაცია და მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირება.
•  დაბალია მოქალაქეების აქტიურობა პეტიციებისა და საკუთარი იდეების ინიცირების კუთხით. თუმცა, ინტერნეტ გამოკითხულთა უმეტესობამ (რესპონდენტების უმეტესობა სოციალურად აქტიური ადამიანები იყვნენ) მზადყოფნა გამოთქვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, ამისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვის შემთხვევაში.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ჩეხეთში საერთაშორისო კონფერენცია “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ” გაიმართა

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024