გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის

პროექტები | დასრულებული პროექტები 11 ოქტომბერი 2018

პროექტის სახელწოდება: გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის
დონორი ორგანიზაცია: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (Good Governance Initiative), Tetra Tech ARD
პროექტის კოდი: GGI-SUB-015
სრული ბიუჯეტი: 35,300 ლარი ($13,074)
ხანგრძლივობა: 11 ოქტომბერი , 2018 – 15 მარტი, 2019

 

პროექტის აღწერა 

 

USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)“ მხარს უჭერს ახალციხის მუნიციპალიტეტს განავითაროს საკუთარი მმართველობის შესაძლებლობები და გააძლიეროს შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აიღო. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას გულისხმობს, რაც შესაძლებლობას მიცემს ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებს დაამკვიდრონ უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სტანდარტები.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და ადგილობრივი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების განვითარება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სფეროში.

 

პროექტის ამოცანები

 

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ამოცანების მიღწევა:

 

- გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის სამუშაო ჯგუფის შექმნის მხარდაჭერა;


- ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, მათ შორის OECD-ის და GRECO-ს და მათი წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის შესწავლა;


- გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების კუთხით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო დაწესებულებებში არსებული ვითარების დეტალური ანალიზი და არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზების შესწავლა;


- არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;


- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაძლებლობების განვითარებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;


- სტრატეგიის და სამოქმედომ გეგმის მიღების და მათი ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში ინტეგრირების ადვოკატირება.

 

აქტივობების განრიგი

 

 

 

პროექტის ბიუჯეტი

 

 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024