ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 მაისი 2020

 

 

 

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის კოდი: GGI-SUB-041
სრული ბიუჯეტი: 70,171.50 GEL
ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2020 – 31 აგვისტო,2020

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის ზოგადი მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

 

1. გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სპეციფიური საჭიროებების იდენტიფიცირება ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების პრაქტიკებთან მიმართებაში.

 

2. საქართველოში არსებული ღია მონაცემების სახელმძღვანელოს გადახედვა და მისი მორგება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე.

 

3. იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება.

 

4. მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ღია მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

  

პროექტის აქტივობები

 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

 

- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება

 

- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია

 

- ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების არსებული პრაქტიკების ყოვლისმომცველი სიტუაციური ანალიზის მომზადება (სიტუაციური ანალიზის პროცესი სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს ფოკუს ჯგუფების ჩატარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან)

 

- სიტუაციურ ანალიზსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების და სიტუაციური ანგარიშებისშემუშავება.

 

- ღია მონაცემების სახელმძღვანელოს განახლება

 

- ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება

 

- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება 6 მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისთვის, რათა მათ პრაქტიკაში შეძლონ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოქვეყნება.

 

- საბოლოო შედეგების ჩაბარება, გატარებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების მოკლე აღწერით.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი

 

კონტრაქტი

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024