თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

პროექტები | დასრულებული პროექტები 4 მაისი 2020

 

 

 

პროექტის დასახელება: თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის  გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD

პროექტის ნომერი: GGI-SUB-042

ბიუჯეტი: 40,970 ლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 23 აპრილი 2020 – 31 აგვისტო, 2020

 

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

პროექტის კონკრეტული მიზანია თელავისა და ლაგოდეხის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

 

1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა; 

 

2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.

 

 

პროექტის აქტივობები

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;

 

- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;

 

- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;

 

-  სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;

 

- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;

 

- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);

 

- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;

 

- ტრენინგ მოდულის შემუშავება;

 

- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.

 

აქტივობების განრიგი

 

კონტრაქტი

 

ბიუჯეტი

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024