ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლესი განათლებით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას.
ყველაზე დიდი რაოდენობით პარლამენტში სამართალმცოდნეობის სპეციალისტები არიან. 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 – ექიმი. 19 დეპუტატს განათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).
ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი.
სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს სამხედრო-პოლიტიკური, ერთი
ამასთან,საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-თვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.