სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 30 იანვარი 2015

როგორც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, 2015 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ორ ძირითად გარემოებას. კერძოდ, ერთი მხრივ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები მოპოვებული იყო კანონის დარღვევით, შესაბამისად, საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ბრალეულობის დასადგენად, ხოლო მეორე მხრივ, გიორგის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი ქმედების ნიშნებს.


პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით, 22 იანვარს გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლომ, 23 იანვარის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი, შესაბამისად, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასმართლოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.


– სააპელაციო სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე არ ექვემდებარებოდა მის საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებას.


– სააპელაციო სასამართლოს პოზიცია სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კოლეგიამ არც ამ ნაწილში გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ და სასამართლოს განჩინებით საქმის არსებით განხილვაზე დაშვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო აშკარად არასაკმარისი. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ გიორგი კლდიაშვილმა ჩაიდინა სისხლისსამართლებრივი დანაშაული.


IDFI მიესალმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, რომელთა ქმედებებმაც ხელყო გიორგი კლდიაშვილის კანონიერი უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც მათ, ვინც მონაწილეობდა მის მიმართ უკანონო მტკიცებულებების შექმნაში.

 

/public/upload/IDFI/11432015-01-27.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024