10 დეკემბერი საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის დღეა

სიახლეები 10 დეკემბერი 2015

ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. აღსანიშნავია, რომ მოცემული თარიღი მნიშვნელოვანია საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების თავლსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“. აღნიშნული თარიღის მოახლოვებასთან ერთად IDFI ყოველ წელს შეახსენებს ადმინისტრაციულ ორგანოებს მათი ვალდებულების შესახებ და ყველა საჯარო დაწესებულებას უგზავნის საჯარო ინფორმაციის ანგარიშის სპეციალურ ფორმას. ფორმა წარმოადგენს არასავალდებულო ხასიათის სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომლის მიზანია გაუადვილოს საჯარო უწყებებს ანგარიშის მომზადება და შეახსენოს, რომ ის უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:


ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

 

დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ რიგ საჯარო დაწესებულებათა მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩვენი რეკომენდაცია და IDFI-ის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით მომზადდა ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“.

 

საჯარო ინფორმაციის ანგარიშის წარდგენა შესაძლებელს ხდის და აადვილებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის კონტროლს არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი) არამედ, აგრეთვე საზოგადოების მხრიდან (ინფორმაციის თავისუფლების ანგარიშების სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით).



შეგახსენებთ, რომ IDFI-ის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში, 2009-2013 წლის ანგარიშების შედარებამ აჩვენა, რომ წლიდან წლამდე ძირითადად მხოლოდ მოთხოვნილი ინფორმაციის რაოდენობრივი მონაცემები იცვლება და არ ხდება არსებული ხარვეზების გამოსწორება. ანგარიშებში ასახული მონაცემები უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილია, არ შეესაბამება სზაკ-ის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.



IDFI მოუწოდებს ყველა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაამტკიცონ 10 დეკემბრის ანგარიშის განახლებული ფორმა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024