საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზა

სიახლეები 7 ივლისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.

 

აღნიშნულ ბაზაში მოცემულია ოთხასოცდაათზე მეტ საჯარო დაწესებულებაში, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ასევე ის ელექტრონული მისამართები, რომლებზეც შეგიძლიათ მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, ბაზაში მითითებულია საჯარო დაწესებულებების მისამართები, ვებ-გვერდები და ლოგოები/გერბები (არსებობის შემთხვევაში).

 



ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია განაწილებულია ორ დოკუმენტში, რომლებიც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც ექსელის, ასევე PDF ფორმატში.

 

პირველი ექსელის დოკუმენტი დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად:

 

1. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი და მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, დამოუკიდებელი ორგანოები;

 

2. სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები და საქვეუწყებო დააწესებულებები;

 

3. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები;

 

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლოები.



(იხილეთ დოკუმენტის PDF ვერსია)

 

მეორე ექსელის დოკუმენტში მოცემულია შემდეგი კატეგორიები:

 

1. აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატი და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატი და სამინისტროები;


2. სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;


3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რეგიონების მიხედვით.



(იხილეთ დოკუმენტის PDF ვერსია)

 

IDFI სისტემატურად ანახლებს და აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.



ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024