შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 16 მარტი 2018

2017 წლის მიწურულს IDFI-ის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოთხოვნილი და მიღებული მონაცემები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშები ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას. მაგალითად, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება შშმ პირთა ფუნქციური შეზღუდვის სახეების მიხედვით, დასაქმების თუ ინფრასტრუქტურის ადაპტირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით. 

 

მიუხედავად ქვეყანაში სტატისტიკის წარმოების თვალსაზრისით არსებული პრობლემებისა, IDFI-ის მიერ ქვემოთ წარმოდგენილია სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ასახავს შშმ პირთა რაოდენობრივ მაჩვენებლებს რეგიონებისა და მათი სტატუსის მიხედვით. კვლევაში ასევე წარმოდგენილია, შშმ პირების დასაქმების, ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების, შშმ პირებზე გაცემული მართვის მოწმობების და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული სპეციალური საცნობი ნიშნების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

 

ძირითადი მიგნებები


- სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რის ვალდებულებაც ქვეყანას აღებული აქვს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით.

 

- 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100,113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118,651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125,104.

 

- საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი.

 

- 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი).

 

- დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს.

 

- 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4,571 პირი.

 

- შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%.

 

- 2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

 

- ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების პროექტის მთლიანი ხარჯებისგან განცალკევებით აღრიცხვა.

 

- 2017 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება შშმ პირებზე მართვის მოწმობებისა და ავტომობილების საცნობი ნიშნების გაცემის თავლსაზრისით.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტ „საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

   

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/statistics_on_pwds_in_georgia_geo_idfi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024