დასუფთავების გადასახადის ცვლილებები 2011 და 2013 წლებში: შემოსავლის შემცირება, ხარჯების ზრდა და ძველი პრობლემების დაბრუნება

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები 13 მაისი 2014

2006 წლიდან 2010 წლამდე თბილისში დასუფთავების საკითხი შედიოდა თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში, რომელიც გაუქმდა თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №33-ით. იმავე დღეს, 2010 წლის 29 დეკემბერს, ბრძანება №34-ით დამტკიცდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ახალი დებულება. აღნიშნული დებულების თანახმად, სამსახურის კომპეტენციაში გადავიდა ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები. 2011 წლის ივლისამდე დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ირიცხებოდა ქ. თბილისის თვითმმართველობის ბიუჯეტში.

 

2011 წლის 1 ივლისიდან ქ. თბილისში დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ძალაში. კერძოდ, შეიცვალა დასუფთავების ტარიფი, ტარიფის ჩარიცხვის წესი და დასუფთავების უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი.

 

თუკი 2011 წლის ივნისის ჩათვლით მოქმედი ტარიფი ეფუძნებოდა ოჯახებში სულადობის პრინციპს, დასუფთავების ახალი საფასური დადგინდა თვეში ერთ აბონენტზე 1 კვტსთ-ში მოხმარებული ელექტრო-ენერგიის პროპორციულად. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის 1 კვტსთ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით. საფასურის დაანგარიშების წესი განსხვავებულიიყო დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის, მათ შემთხვევაში ხდებოდა სხვადასხვა ფაქტორების  - ნარჩენების მოცულობის, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავალის, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და ა.შ. გათვალისწინება.

 

IDFI-მ დასუფთავების საკითხზე პირველი სტატია 2012 წლის ოქტომბერში მოამზადა, თუმცა მაშინ ვერც ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების, და ვერც შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ანგარიშზე დარიცხული თანხების გარკვევა ვერ მოხერხდა. ამას გარდა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშების შესახებ. 

 

2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით განახლებული მოთხოვნების შედეგად IDFI-მ არაერთი საინტერესო დოკუმენტი მიიღო თბილისის დასუფთავებას საკითხთან დაკავშირებით. ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით პირველად გაირკვა, რა სახის ფულადი ნაკადი მიემართებოდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე დასუფთავების გადასახადის სახით, რა თანხა შედიოდა თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით, რა დოკუმენტაციას ეყრდნობოდა 2011 წელს მიღებული ცვლილებები და რა სახის ფინანსური ანგარიშები წარუდგინა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მერიას 2011 და 2012 წლებში.  

 

/public/upload/pdf/Research/dasuftavebisgadasaxadi2011-2013.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024