IDFI-მ ონლაინ კონფერენცია - კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო გამართა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 24 სექტემბერი 2020

2020 წლის 22 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით - კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო გამართა. კონფერენციის მიზანს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციების, და ამ ჭრილში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭირო რეფორმების განხილვა წარმოადგენდა. დისკუსია გაიმართა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ - „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ღონისძიება IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გახსნა.

 

კიბერუსაფრთხოების რეფორმის გატარების დროს მნიშვნელოვანია არსებობდეს კონსესუსი, ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ფუნქციათა განაწილებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც ინტერნეტ თავისუფლებებსა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის დაცვით მიიღწევა.“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

 

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატმა ზემოხსენებულ კანონპროექტზე ისაუბრა და ხაზი სწორედ იმ პუნქტებს გაუსვა, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვა.

 

IDFI-მ დამსწრე საზოგადოებას ბოლო პერიოდში მომზადებული კვლევის - კიბერუსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: არსებული გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები -ს მთავარი მიგნებებიც წარუდგინა. IDFI-ის სპეციალური მოწვევით, პოლიტიკისა და ადვოკატირების მრჩეველმა, ხავიერ რუიზ დიაზმა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები მიმოიხილა.

 

ღონისძიებას კიბერუსაფრთხოების ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, საჯარო დაწესებულებების, მედიის, აკადემიის, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების, აგრეთვე საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ონლაინ კონფერენცია პირდაპირი ტრანსლაციის გზით IDFI-ის ოფიციალური Facebook-ის ვებგვერდის მეშვეობით გადაეცემოდა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კონფერენცია პროექტის - „ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში“ - ფარგლებში გამართა. ინიციატივის მიზანს საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება წარმოადგენს.

 

IDFI-ის მიერ მომზადებული კვლევა იხილეთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024