მიმართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

განცხადებები 18 ივნისი 2014

                                                                                

„ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 

ბ-ნ კონსტანტინე კუბლაშვილს

 

 

ბატონო კონსტანტინე,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება იღებს ვალდებულებას, უფრო ღია, გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებული გახადოს თავისი საქმიანობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროცესის მონაწილეა.

 

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეკომენდაციათა პაკეტი - დასაბუთება და ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდებიან. რეკომენდაციებს შორისაა სასამართლოს მიერ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გარკვეული პერიოდულობით. სასამართლოს მიერ ხსენებული სტატისტიკის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოებას საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია ფარული მიყურადების რა რაოდენობის მოთხოვნებით მიმართავენ შესაბამისი ორგანოები სასამართლოს და რა რაოდენობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს სასამართლო. უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელს, რომელიც ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვებს ესწრებოდა, ჯერ-ჯერობით არ გამოუხატავს სასამართლოს ოფიციალური პოზიცია ამ ვალდებულების აღებაზე.

 

საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფარული მიყურადების მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. მნიშვნელოვანია, რომ ფარული მიყურადების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემურობა დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით. ფარული მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობაზე საკუთარ ანგარიშში გაამახვილა ყურადღება თომას ჰამარბერგმაც - საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში.

 

მნიშვნელოვანია აგრეთვე აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (მათ შორის საქართველოდან), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე. საჯარო მიმართვა  მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდებოდა. მიმართვის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია კი OGP-ის წევრ ქვეყნებში ფარულ მიყურადებაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება იყო. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ასეთი სტატისტიკური მონაცემების საჯაროობა.

 

მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მარტივად დაამუშავოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს გარკვეული პერიოდულობით, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერმ ოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. ამავე დროს, ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

 

გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ თქვენთან და სხვა შესაბამის უწყებებთან საკითხის დროულად და ეფექტურად გადასაწყვეტის მიზნით.

 

ფორუმის წევრი არასამთვრობო ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • ჯამპსტარტჯორჯია
  • ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრი
  • ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024