გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 16 იანვარი 2015

გუშინ, 15 იანვარს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.


გიორგი კლდიაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. კლდიაშვილის უფლებებს საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები, ლევან ვეფხვაძე და მაია ხუციშვილი იცავდნენ.


გიორგი კლდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ჰქონდა წაყენებული. დაცვის მხარე ითხოვდა ქმდების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არა სისხლისსამართებრივი წესით დასჯად ქმედებად კვალიფიკაციას.


მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულების სახით საქმის მასალებს არ დაერთო გიორგის მანქანის ჩხრეკის ოქმი, იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და დაკითხვის ოქმი,.მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები კანონმდებლობის დარღვევით იყო მოპოვებული. მოსამართლის თქმით, ის, რომ გიორგის თან ჰქონდა იარაღი, არ მიუთითებდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. 


პროკურორის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსამართლემ დაუშვებლად სცნო. მოგვიანებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით,  გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა, გამომდინარე იქიდან, რომ კლდიაშვილის მიერ კუთვნილი იარაღის დაშლილ მდგომარეობაში, ტყვიებისა და მჭიდის გარეშე იარაღის ოფიციალურ მაღაზიაში და უკან უნებართვო გადატანა შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა, 1500 ლარის ოდენობით კლდიაშვილს უკან დაუბრუნდება. ბრალდების მხარეს უფლება აქვს 5 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.


ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ლევან ავალიშვილის თქმით, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს თუ როგორ მოხდა ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება. ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით უახლოეს მომავალში შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024