სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აგვისტო 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და 3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 2014 წლის 14 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კლდიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, ხოლო მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება უკანონოდ ჩათვალა. 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. სასამართლომ არა მარტო გაამართლა გიორგი კლდიაშვილი, არამედ საქართველოს პროკურატურას და შსს-ს სოლიდარულად დააკისრა მისთვის უკანონოდ დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს შსს-ს მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც დამახინჯებულად აღწერდა ფაქტობრივ გარემოებებს და გიორგი კლდიაშვილს საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა სისხლის სამართლის დამნაშავედ.

 

2015 წლის 5 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის თაობაზე. ორი წლის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა გიორგი კლდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნა და შსს-ს დაევალა საკუთარ ვებ-გვერდზე ცნობის გამოქვეყნება, რომელშიც უწყება აღიარებს, მის მიერ მცდარი ფაქტების გავრცელებას. კერძოდ, შსს-ს დაევალა ცნობის გამოქვეყნება, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღნიშნული რომ 2014 წლის 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული შემდეგი განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს:

 

- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“;

ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ ის არ შეიცავს სრულყოფილ მონაცემებს. კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც მოსარჩელეს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებული განცხადებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე ჩადიოდა კრიმინალურ ქმედებას.

 

- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებს განუცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“; „მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“;

ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი მართლაც მისი საკუთრება იყო, მაგრამ სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის (და არა ტარების) დამადასტურებელი მოწმობა. განცხადება იმის შესახებ, რომ მას პოლიციის თანამშრომლები შეცდომაში შეჰყავდა, არასწორია. შესაბამისად შსს-ს განცხადებით, ილახება მოსარჩელის პატივი და ღირსება, რადგანაც საზოგადოება მას აღიქვამს, როგორც მატყუარას.

 

- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“;

ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. სწორედ აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შსს-ს ვალდებულია, მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით უარყოს 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე შსს-ს წარმომადგენელი. იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლომ საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა შსს-ს მიერ. მოცემულ საქმეზე ზეპირი სხდომა ჩანიშნულია 2017 წლის 10 ოქტომბერს, 12 საათზე. IDFI მომავალშიც აცნობებს საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

 

მოცემულ დავაში გიორგი კლდიაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავდა IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, დავით ლომთაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა ლევან ვეფხვაძემ და მაია ხუციშვილმა წარმატებით დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის ინტერსები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც, ხოლო სიას იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა წარმატებით დაიცვა გიორგი კლდიაშვილის ინტერესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავის დროს, რომელიც გიორგი კლდიაშვილისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხებოდა. IDFI-ი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) აღნიშნულ საქმეებში ორგანიზაციის დირექტორის უფლებების დაცვისთვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024