თანამშრომლობა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან-პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიასა (IPN) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის (IDFI)

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 19 ნოემბერი 2013

2013 წლის 28 ოქტომბერს, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიამ (IPN) ოფიციალური წერილით მიმართა IDFI-ის, სადაც თანხმობა განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა სიის შექმნას, ბიბლიოგრაფიული შინაარსის ინფორმაციის გაცვლას, რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და საარქივო კვლევების განხორციელებას ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის შესახებ.



IPN-ის საარქივო დეპარტამენტის დელეგაცია თბილისს 2013 წლის 11 ოქტომბერს ეწვია. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც IDFI-ის დიდი ხნის პარტნიორია. შეხვედრაზე IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე ტოტალიტარიზმის, საბჭოური პერიოდის ისტორიის და სტალინიზმის შესწავლაში და იმ როლზე, რასაც IDFI თამაშობს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ასევე გამოითქვა სურვილი ამ ორი ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024