IDFI-მ რეგიონებში დისკუსიები დაიწყო

სიახლეები 23 ოქტომბერი 2014

2014 წლის 20-21 ოქტომბერს IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ფარგლებში ჩაატარა დისკუსიები „აკონტროლე შენი მთავრობა“ რუსთავისა და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.

დისკუსიები მიზნად ისახავს რეგიონის ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბლოგერებისთვის ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოების ტექნიკებისა და ადვოკატირების პროექტების მართვის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას საზოგადოებრივი აქტორების მიერ მთავრობაზე გავლენის მექანიზმების, სამოქალაქო აქტივიზმის ძირითადი პრინციპების, მთავრობასა და მოქალაქეს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხერხების თაობაზე. შეხვედრის ბოლოს პრაქტიკული სავარჯიშოს სახით მათ თავად დაგეგმეს შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთან.

დისკუსიები დაგეგმილია საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და დასრულდება 2014 წლის ნოემბერში.

პროექტი „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

დისკუსიის სახელი: აკონტროლე შენი მთავრობა/In Control With Your Government

დისკუსიის თემები: ეფექტური კომუნიკაცია და ადვოკატირების პროექტების მენეჯმენტი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024