პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 იანვარი 2022

10 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად (საია) პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. 

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

 

ღონისძიება წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მასში მონაწილეობა მიიღეს მარიამ მაისურაძემ (პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერი), სალომე საღარაძემ (პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ კოორდინატორი), ქეთევან ცანავამ (პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია), მარიკა ვაჭარაძემ (თავმჯდომარე, რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“), მარკ ვან დენ მუიზენბერგმა (ექსპერტი, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“), მარტინს კრივინსმა (ექსპერტი, OECD/SIGMA), თამარ ჩხიტუნიძემ (პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ექსპერტი) და გიორგი ბობღიაშვილმა (საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში, UNDP).

 

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, გაცვალეს ინფორმაცია საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. დისკუსიის მიზანს ასევე წარმოადგენდა დებატების ხელშეწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეიცვალოს საჯარო მმართველობის რეფორმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

 

- PAR-ის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები საქართველოში

- PAR-თან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და ცნობიერების დონე რეგიონებში

- პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა საჯარო მმართველობისთვის

- PAR-ის მართვის მიდგომები საქართველოში – შესაძლო ცვლილებები

- კარგი საჯარო მმართველობის ძირითადი პრინციპები

- კოორდინაციის როლი და კარგად შემუშავებული ჩარჩოს მნიშვნელობა

- პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა საჯარო მმართველობისთვის

- საჯარო მმართველობის გაციფრულება

 

პროექტი „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ IDFI-მ საია-სთან ერთად 2019 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას. 

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის:

 

- რეფორმის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შემუშავდა ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები (2019, 2020 წლის I ნახევარი, 2020 წლის II ნახევარი, 2019 – 2020), რომლებიც საჯარო დისკუსიის ფორმატში იქნა განხილული;

 

- მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზე მომზადდა საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა;

 

- მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოფილი იქნა 15 რეგიონული ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა;

 

- საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად შეიქმნა საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ პლატფორმა (PAR Tracker), რომელიც PAR-ის შესახებ აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესში გარე მომხმარებლის ჩართულობას;

 

- საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებისა და მათ მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით გაიმართა ორდღიანი სემინარი;

 

- ახალგაზრდებში PAR-თან დაკავშირებით ინტერესის გასაზრდელად განხორციელდა ანალიტიკური სტატიების კონკურსი;

 

- საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ოთხი საინფორმაციო ვიდეო:

 

1. საჯარო მმართველობის რეფორმა

2. საჯარო მმართველობის რეფორმა - ხარვეზები

3. რა არის საჯარო მმართველობის რეფორმა?

4. www.partracker.ge - პრაქტიკული ინსტრუქცია

 

“ჩვენი აქტივობების მყისიერი შედეგები სახეზეა, თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით რეფორმის პროცესი ერთგვარ ჩიხშია შესული. როგორც იცით, 2021 წელს რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ დამტკიცებულა, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს რეფორმის მიმდინარეობას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს 2022 წლიდან პროცესი აქტიურად განახლდება და ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევაც თავის წვლილს შეიტანს რეფორმის წარმატებაში.” - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. 

 

IDFI მადლობას უხდის ევროკავშირსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024