PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

პროექტები | დასრულებული პროექტები 10 ოქტომბერი 2019

 

პროექტის სახელწოდება: PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

დონორი ორგანიზაციაევროკავშირი (EU)

განმახორციელებელი ორგანიზაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

პროექტის ნომერიENI/2019/409-956

ბიუჯეტი: EUR 499,435.55; ევროკავშირი: EUR 449,492; პარტნიორების წილი: EUR 49,943.55 (IDFI – EUR 259,611.32; GYLA – EUR 239,824.24)

ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი 2019 – 10 იანვარი 2022

 

კონტექსტი


საქართველომ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელება 2015 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. რეფორმის მიზანია საქართველოს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე PAღ-ის განხორციელება ნელი ტემპით მიმდინარეობს. PAR-ის შესრულების მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ 122 აქტივობა შეფასდა, აქედან 55 - სრულად, 33 - ძირითადად, 22 - ნაწილობრივ, ხოლო 12 მათგანი საერთოდ არ შესრულდა. ნელი ტემპით განხორციელების გარდა, PAR-ის არსებობის მანძილზე, რეფორმის ზოგიერთი ძველი ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი რეფორმის ნაწილს ჯერ კიდევ 2015 წლიდან წარმოადგენდა.


ზოგადად, PAR-ი განიცდის ამბიციური რეფორმების ნაკლებობას, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში. PAR-ის წინა სამოქმედო გეგმა ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასაც მოიცავდა, რაც PAE-ის ამჟამინდელ ვერსიაში ამოღებულია. PAR-ის განხორციელებაში სათანადოდ არ არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ნაკლებად მონაწილეობენ რეფორმის განხორციელების მონიტორინგში. გარდა ამისა, PAR-ის შესრულებაში საზოგადოების ჩართულობისა და ზედამხედველობის კომპონენტის სისუსტე, რეფორმის წარმატებულად განხორციელების პროცესს კიდევ უფრო აფერხებს. სწორედ რეგიონების ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეა საუბარი 2018-2020 წლის მთავრობის პროგრამაშიც.


PAR-ის მესამე სამოქმედო გეგმის მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებისთვის, ასევე, სამომავლოდ რეფორმის გაუმჯობესებისთვის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები (IDFI, GYLA და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები), საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას გეგმავენ ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების და დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის მეშვეობით.

 

პროექტის მიზნები


პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

 

პროექტის კონკრეტული მიზნები:

 

1. PAR-ის განხორციელების მონიტორინგი ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით.

 

2. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ შეიტანონ წვლილი PAR-ის შესრულების ზედამხედველობის პროცესში.

 

3. PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით.

 

პროექტის მთავარი აქტივობები

 

IDFI და GYLA საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ განსაკუთრებით შემდეგი ოთხი მიმართულებით: პოლიტიკის შემუშავება, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სერვისების მიწოდება. ამის შედეგად გამოვლინდება რეფორმის გახორციელების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასება გამოყენებულ იქნება, როგორც მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, რომელიც შეავსებს და გადაამოწმებს საქართველოს მთავრობის ანგარიშს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოკვეთისთანავე, პროექტის გუნდი შეისწავლის  ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს და წარმოადგენს მათი გადაჭრის გზებს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები მონიტორინგის შედეგებს PAR-ის და მისი სამოქმედო გეგმის გადახედვის პროცესში გამოიყენებენ.

 

მონიტორინგის განუყოფელი ნაწილია ინტერაქტიული და დინამიური მონიტორინგის ერთიანი პლატფორმა, რომელზეც განთავსდება მონიტორინგისა და კვლევის შედეგები. ამისთვის IDFI შექმნის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმას - PAR Tracker-ს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას PAR-ის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლო გზების შესახებ.

 

GYLA გეგმავს საქართველოს 6 ქალაქის მასშტაბით (ახმეტა, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და მარნეული), 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გადამზადებას. ამ ქალაქებიდან 4 მათგანი თვითმმართველი ქალაქის სტატუსით სარგებლობს, ხოლო მეხუთე და მეექვსე დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებით (მუსლიმი ქისტები ახმეტაში, ხოლო აზერბაიჯანელები მარნეულში). ტრენინგის დასრულების შემდეგ, GYLA თითოეულ ქალაქში კონკურსის გზით შეარჩევს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთვის გამოყოფს მცირე გრანტებს. რაც მათ საშუალებას მისცემთ შეაფასონ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელება, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთონ გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, IDFI შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკებს PAR Tracker–ის მიერ გამოკვეთილ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების მეშვეობით, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს. რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IDFI ასევე აქტიურად გამოიყენებს მედიასაშუალებებს. პროექტის დასრულების შემდეგ, IDFI და GYLA გამართავენ კონფერენციას, რათა თავი მოუყარონ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ადვოკატირება გაუწიონ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სამოქმედო გეგმისთვის ამბიციური ვალდებულებების გათვალისწინებას.  

 

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: PAR-ის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმის შექმნით, PAR-ის საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აღიჭურვებიან მონიტორინგის ერთიანი და ეფექტური მექანიზმით, და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში არ არიან ჩართულები, ექნებათ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ რეფორმის განხორციელებაში. PAR Tracker-ი გახდება დამაკავშირებელი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სამიზნე ჯგუფებსა და ბენეფიციარებს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარონ რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებს.

 

მონიტორინგის ეს სისტემური და ინოვაციური მიდგომა რეფორმის მთავარი გამოწვევების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, IDFI და GYLA მოამზადებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რისთვისაც გამოყენებული იქნება PAR Tracker-ის საშუალებით შეგროვებული გამოხმაურებები და შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024