საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე #1/3/209,276

ეროვნული სასამართლო პრაქტიკა 30 დეკემბერი 2010

დავის საგანი: საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი -„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის და 81-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება: საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

 

სასამართლოს დასაბუთება: საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ არ დასტურდება -„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის და 81-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირვეილ პუნქტის დარღვევა.

 

 

მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობით არ ილახება იმ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, რომელთა საჩივრებსაც უკავშირდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნა. დასახელებული კანონით მკაცრად არის განსაზღვრული ამ კატეგორიის მოქალაქეთა ადგილი დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მათი საჩივრები თუ განცხადებები მოსამართლის მიმართ მხოლოდ დისციპლინური საქმის აღძვრის საბაბი ხდება და ისინი არ წარმოადგენენ სამართალწარმოების პროცესის აუცილებელ მონაწილეებს.

 

 

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კონფიდენციალურობა დაკავშირებულია სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ საზოგადოებრივ ავტორიტეტთან და მის დაცვა-შენარჩუნებასთან. „ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ“ ადგენს, რომ მოსამართლის „საკითხის გამოძიების საწყის ეტაპზე დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა, თუ თავად მოსამართლე არ მოითხოვს საწინააღმდეგოს.“ ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ გულისხმობს ინფორმაციის ისეთ თავისუფლებას, რაც შეიძლება გახდეს სხვისი უფლებებისა თუ თავისუფლებების, ანდა სამართლებრივად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, სადავო ნორმების შეფასებისას გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის ის დებულება, რომლითაც იზღუდება ინფორმაციის მიღების თავისუფლება, თუკი ეს ზიანს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე #1/3/209,276.

 

 მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024