იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს

განცხადებები 13 დეკემბერი 2017

 

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი.

 

2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუციაში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის სახეების ამ ჩამონათვალის ამოღებას მის ჩანაცვლებას ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი დანაწესით.

 

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების ამოცანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვა დაასახელა. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება კი ამ ამოცანას სცდება. ვენეციის კომისიამ შეაფასა კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავი და არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს იმ მუხლზე, რომლის ცვლილებასაც იუსტიციის სამინისტრო ითხოვს. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას, არც იუსტიციის სამინისტროს გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ამ მუხლთან დაკავშირებით.

 

შევახსენებთ პარლამენტის წევრებს, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე, რაც ქვეყანას ავალდებულებს არათუ არ გააურესოს საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა, არამედ იზრუნოს მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა ის გარემოება, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო - უწყება, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს -  ითხოვს ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმის მკვეთრ გაუარესებას.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკის შემცვლელი ინიციატივა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023