კონცეფცია საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 მაისი 2016

2016 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.


ვალდებულების საბოლოო ამოცანაა ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების განთავსება, ისე მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული წინადადებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა (ხმის მიცემა). მიღებული კონცეფციის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იქნება ზემოთ აღნიშნული ვალდებულების პრაქტიკაში განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.


საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა (2015-2016) 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავეს საქართველოს ინტერფრაქციულმა და სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფებმა, 18 ვალდებულებისგან შედგება და პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ოთხ ძირითად პრინციპს: მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.


საქართველოს პარლამენტს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარს უჭერს პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

 

 

/public/upload/Meri/Geo. Parliament.pdf 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024