ანალიტიკოსების კონკურსი

სიახლეები | პუბლიკაციები | სტატია 18 აგვისტო 2015

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება". აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.  


პროექტის ფარგლებში, IDFI კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ინტერნეტ-სივრცის აქტიურ მომხმარებლ ანალიტიკოსებს. კონკურსის მონაწილეები დაწერენ სტატიებისა და ანალიტიკურ ბლოგებს/ნაშრომებს "საქართველო 2020"-ში განხილული თემებიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელი პუბლიკაციის მომზადებაში, რომელიც პროექტის დასრულებისას გამოიცემა.


კონკურსის ფარგლებში განსახილველი თემებია:


• ეროვნული ვალუტის გაცვილითი კურსი

• ეკონომიკური ზრდა

• საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა

• განათლების რეფორმა და ადამიანური რესურსების განვითარება

• ინოვაციები და ტექნოლოგიები

• საპენსიო რეფორმა

• საჯარო სამსახურის რეფორმა

• საფინანსო ინსტიტუტების და კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში

• კაპიტალიზმის მოდელი საქართველოში


მონაწილეების აქტივობები განთავსდება კონკურსისთვის შექმნილ ანალიტიკურ ბლოგზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოაქვეყნონ და ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი ანალიტიკური ნაშრომები.


კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდება ოთხი სტიპენდიანტი,რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით (დარიცხული); ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დასკვნით ფორუმზე გადაეცემა ფულადი ჯილდო 4000 ლარის ოდენობით (დარიცხული).


სასტიპენდიო კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და არაუმეტეს 500 სიტყვიანი ესსე "საქართველო 2020"-ის ფარგლებში განხილულ მათთვის საინტერესო თემაზე. ესსეში დასაბუთებული უნდა იყოს კონკურსანტის თემის არჩევანი და მნიშვნელობა.


სასტიპენდიო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას, რომელიც ჩატარდება 19 და 20 სექტემბერს IDFI-ს ოფისში.


შერჩეული კონკურსანტები მიიღებენ პირველ დავალებას და ჩაერთვებიან სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სამდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაში (25-27 სექტემბერი). ისინი სამუშაო შეხვედრის დროს დაესწრებიან სტრატეგია 2020-ში განხილული თემების შესახებ ჩატარებულ ლექციებსა და დისკუსიებს, და წარმოადგენენ ანალიტიკურ ნაშრომს მათთვის საინტერესო თემაზე. სამუშაო შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება სასტიპენდიო კონკურსის ოთხი გამარჯვებული, რომლებიც 1000 ლარის (დარიცხული) ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში.


სტიპენდიანტების გამოვლინების შემდეგ დაიწყება კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ ანალიტიკურ ნაშრომებს ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით. ოთხთვიანი აქტივობების შეფასების შემდეგ, გამარჯვებული მონაწილე თებერვალში გამართულ დასკვნით ფორუმზე დაჯილდოვდება პრიზით - 4000 ლარი (დარიცხული)


კონკურსისათვის წარსადგენი ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და ესსე მისამართზე georgia2020@idfi.ge (დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ამავე მისამართზე).


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024