ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კომენტარები ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების თვითშეფასების საბოლოო ანგარიშზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | ანგარიში 13 თებერვალი 2017

ავტორები: მარიამ თუთბერიძე და საბა ბუაძე

 

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმაში მოცემული იყო 27 ვალდებულება (29 აქტივობა), რომელიც განაწილებული იყო 16 პასუხისმგებელ უწყებას შორის. IDFI აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგის პროცესში და OGP-ს სამდივნოს სისტემატიურად წარუდგენდა საკუთარ შეფასებებს აქტივობების შესრულებასთან დაკავშირებით.


სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით, IDFI-მ 2016 წელს გამოაქვეყნა შეფასებები შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ. ამ შეფასების მიხედვით, 29 აქტივობიდან IDFI-მ შესრულებულად 20 აქტივობა მიიჩნია, ხოლო დანარჩენი 9 შეუსრულებლად. შეუსრულებელ აქტივობებს შორის მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, როგორიცაა ელექტრონული პეტიციების პორტალის (I-CHANGE.GE) შექმნა და გაშვება, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის შემუშავება, დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკის და კრიმინოგენური რუკის შექმნა და ა.შ.


თვითშეფასების საბოლოო ანგარიშში მოცემულია მხოლოდ ის ვალდებულებები, რომელიც მონიტორინგის წინა ეტაპზე არ იყო შეფასებული როგორც „სრულად შესრულებული“.

 


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომენტარები ვალდებულებებთან დაკავშირებით:

 

 

ვალდებულება 5: მოქალაქის პორტალის განვითარება


IDFI-ის კომენტარი: წინა საანგარიშო პერიოდში IDFI-ის მიერ მიწოდებული შენიშვნები ეხებოდა ცნობიერების კამპანიის არაეფექტურობას, პორტალზე ინტეგრირებული სერვისების დაბალ მაჩვენებელს და მუნიციპალური სერვისების გამოყოფას პორტალზე. გარდა ამისა, უწყებამ ასევე არ განახორციელა ის მინიმალური ღონისძიებები, რაც სამომავლო გეგმებში იყო გათვალისწინებული. IDFI-ის შეფასებით ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ.

 

 

ვალდებულება 6(ბ): ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში


IDFI-ის კომენტარი: ღონისძიების ინდიკატორით გათვალისწინებული იყო 10 მუნიციპალიტეტში ელექტრონული მმართველობის დანერგვა, ხოლო წინა საანგარიშო პერიოდში ელექტრონული მმართველობა დანერგილი იყო 6 მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ინფორმაციით რთული გასარკვევია Iთ უნარების ტრენინგი მოიცავდა თუ არა ტრენინგს მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში, რომლისთვისაც ცალკე ტრენინგები იყო გათვალისწინებული. IDFI-ის შეფასებით ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ.

 

 

ვალდებულება 8: ციფრული ხელმოწერა და ონლაინ ავთენტიფიკაცია


IDFI-ის კომენტარი: სატენდერო დოკუმენტაცია, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მზად იყო მეორე სამოქმედო გეგმის დასრულების ეტაპზე - 2015 წლის ბოლოს, თუმცა 2016 წელს მოწოდებული ინფორმაციიდან არ ჩანს ნათლად რატომ ვერ განხორციელდა შესყიდვა 2016 წელს და რატომ მოხდა მისი გადადება 2017 წლისათვის. არ არის გათვალისწინებული IDFI-ს შენიშვნა განხორციელებული ღონისძიებების ინდიკატორთან კავშირის შესახებ. კერძოდ, კვლავ ვერ ხერხდება უწყებების რაოდენობის იდენტიფიცირება. ინდიკატორის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ციფრული ხელმოწერის დანერგვა, შესაბამისად, IDFI-ის შეფასებით, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ არ არის შესრულებული.

 

 

ვალდებულება 9: ღია მონაცემების პორტალის შექმნა (www.data.gov.ge)


IDFI-ის კომენტარი: აღსანიშნავია, შეფასების წინა ეტაპის მსგავსად, ვალდებულებით გათვალისწინებული „ჰაკათონი“ ჯერ კიდევ არ ჩატარებულა. საინტერესოა ამ მხრივ უწყების განმარტება, რადგან ბოლო მონაცემებით მომზადებული იყო დღის წესრიგი, მონაწილეთა სატრენინგო გეგმა, ლოგისტიკისა და დაფინანსების გეგმა. IDFI-ის შეფასებით ვალდებულება სრულად შესრულდა.

 

 

ვალდებულება 10: ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება


IDFI-ის კომენტარი: IDFI-ს შეფასებით აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა, რადგან ინდიკატორით გათვალისწინებული იყო, რომ კანონის პროექტი 2015 წლის გაზაფხულზე უნდა გადაგზავნილიყო საქართველოს პარლამენტში, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. ამასთანავე, ღია მმართველობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში, ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება განსაზღვრულია, ახალ ვალდებულებად, რაც უზუსტობას წარმოშობს. თუ ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავების ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, ის აღარ უნდა იყოს მოცემული ახალ სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ აქტივობა გადავიდეს ახალ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანია ხომ მოხდეს იმის ხაზგასმა, რომ აქტივობა არ შესრულდა, რამაც წარმოშვა მისი ახალ სამოქმედო გეგმაში გადატანის საჭიროება.

 

 

ვალდებულება 11: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერა და კოორდინაცია


IDFI-ის კომენტარი: IDFI-ის შეფასებით აღნიშნული ვალდებულება „სრულად შესრულდა“. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასურველია გათვალისწინებული იქნას რამდენიმე შენიშვნა: ინდიკატორში მოცემულია, რომ ფორუმის შეხვედრები იმართება რეგულარულად, რაც არ არის ბოლომდე განმარტებული ფორმულირება. ფორუმის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს, რაც შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი 2015-2016 წლების განმავლობაში. თუ ყოველთვიური შეხვედრების გამართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ფორუმის წესებში. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სამდივნოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს გაიმართა ფორუმის 13 სამუშაო შეხვედრა, სამდივნომ არ უზრუნველყო ყველა ოქმის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომობა, რაც ასევე არის გაწერილი ინდიკატორში. საყურადღებოა, რომ 2015 წლის 7 მაისის შემდეგ საერთოდ აღარ მომხდარა ფორუმის შეხვედრის ოქმების ვებგვერდზე ატვირთვა. IDFI-ის რეკომენდაციაა, რომ სამდივნომ სამომავლოდ გაითვალისწინოს აღნიშნული საკითხები.

 

 

ვალდებულება 12: ელექტრონული პეტიციების პორტალი (I-CHANGE.GE)


IDFI-ის კომენტარი: IDFI-ის შეფასებით აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა, რაც ასევე დასტურდება მისი ინდიკატორთან მიმართებაში გაზომვისას. პორტალის ამოქმედებისათვის ყველა ტექნიკური კომპონენტი შესრულებულია და მთავრობის დადგენილების პროექტი მომზადებულია. მიუხედავად ამისა, არ მოხდა მისი მთავრობისათვის წარდგენა და პორტალის ამუშავება.


გარდა ამისა, აღნიშნული ვალდებულება არ იქნა შეტანილი მესამე სამოქმედო გეგმაში (2016-2017 წწ), რითაც აღნიშნული ვალდებულების შესრულების მონიტორინგისა და მიდევნების შესაძლებლობას ზღუდავს.

 

 

ვალდებულება 14: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა


IDFI-ის კომენტარი: ვალდებულების ინდიკატორის მიხედვით, მონიტორინგის სისტემა ამჟამად უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა ჯერჯერობით რამდენიმე მცირე ტექნიკური დეტალი არ არის დასრულებული. შესაბამისად, IDFI-ის შეფასებით, ვალდებულება მხოლოდ უმეტესწილად შესრულდა. ასევე, არ მომხდარა სისტემის სატესტო რეჟიმში გაშვება, რაც აუცილებელია ინდიკატორის „სრულად შესრულებულად“ შეფასებისათვის.

 

 

ვალდებულება 19: საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება


IDFI-ის კომენტარი: პარტნიორი უწყებების ველში მოცემულია „ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები“, თუმცა აქტივობის განხორციელების პერიოდში არ მომხდარა ფორუმის ყველა წევრის ინფორმირება და მათი პროცესში ჩართვა.


უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ ჯამში რამდენი შეხვედრა იქნა გამართული. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს აქტივობის „შესრულებულად“ შეფასება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად მივუთითოთ თუ სად და რამდენი საჯარო შეხვედრა ჩატარდა. ასევე, უცნობია, თუ რა ტიპის მასალები იქნა გამოყენებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში.


ინდიკატორის მიხედვით, პასუხისმგებელ უწყებას უნდა შეემუშავებინა საზოგადოების ინფორმირების კონკრეტული სქემა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან არ ჩანს, მოხდა თუ არა მსგავსი სქემის (დოკუმენტის) შემუშავება. დამატებითი ინფორმაციის მოწოდების გარეშე შეუძლებელია აქტივობის შეფასება, როგორც „უმეტესწილად შესრულებული“. IDFI-ის შეფასებით აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

 

 

ვალდებულება 22: ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა


IDFI-ის კომენტარი: თვითშეფასების წინა ეტაპზე IDFI-მ მოითხოვა განმარტებები იმის შესახებ, თუ რა მიზეზით შეჩერდა აქტივობის განხორციელება. გარდა იმისა, რომ აქტივობა შეფასდა როგორც შეუსრულებელი, მნიშვნელოვანია, რომ სამდივნომ პასუხისმგებელ უწყებას/სტრუქტურულ ერთეულებს მოთხოვოს განმარტება, თუ რატომ არ შესრულდა ვალდებულება. IDFI-ის შეფასებით აქტივობა არ შესრულდა.

 

 

ვალდებულება 27: დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენური რუკა


IDFI-ის კომენტარი: IDFI-ის შეფასებით, ვალდებულება არ შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითშეფასების წინა ეტაპზე გამოთქმული იყო შენიშვნა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, არ მომხდარა ინფორმაციის განახლება. შსს-მ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ ის მუშაობს ინტერაქტიული სტატისტიკის რუკის შექმნაზე, თუმცა განცხადებაში მითითებული გვერდი სტატიც.პოლ.გე არ ფუნქციონირებს (იხილეთ განცხადება:http://police.ge/ge/shs-ministris-moadgile-shalva-khutsishvili-arasamtavrobo-organizatsiebis-tsarmomadgenlebs-da-jurnalistebs-shekhvda/10249)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023