ხელისუფლების კომენტარები IDFI-ს დასკვნაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 28 მაისი 2015

ხუთშაბათს, 28 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში წარმოდგენილ იქნა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში. ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხებოდა და თითოეულ თავზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ იმუშავა.

 

ანგარიშის ერთ-ერთი თავი "ღია მმართველობის" შესახებ მომზადდა IDFI-ს მიერ, რომელიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდება ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებს.

 

პრეზენტაციამდე ანგარიში ყველა საჯარო უწყებას დაეგზავნა. IDFI-ს ნაწილზე კომენტარები გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ. კომენტარზე პასუხები, IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა.

 

შსს-ს მიერ წარმოდგენილ კომენტარებში ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ სამინისტრო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაცილებით ანგარიშვალდებული და ტრანსპარენტული გახდა, აღნიშნულზე IDFI-მ კონკრეტული ციფრებით უპასუხა. კერძოდ, ოქტომბერი 2013 - დეკემბერი 2014 პერიოდში ორგანიზაციის მიერ შსს-სთვის გაგზავნილი 44 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნიდან, 27 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. დახურულობით გამოირჩევა ასევე შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები: 105 საჯარო დაწესებულებიდან სულ 6 შემთხვევა იყო როდესაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული - ამ 6-დან 4 იყო შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება.


შსს-მ უპასუხოდ დატოვა 2014 წლის 13 ივნისის წერილი, რომლითაც IDFI ითხოვდა ინფორმაციას 2013 წელს მინისტრსა და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ცალ–ცალკე თვეებისა და თანამდებობის პირების მითითებით, ასევე ინფორმაციას 2009–2014 წლებში იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დაიწყო გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონის საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტებზე. ინსტიტუტმა შსს-ს უმოქმედობა გაასაჩივრა შინაგან საქმეთა მინისტრთან ადმინისტრაციული წესით, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარს სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. ყოველივე ზემოთთქმულზე დაყრდნობით, პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”-ს რეიტინგში შსს ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ღიაობის 26,8%-იანი მაჩვენებლით.

 

IDFI-ს შეფასებებზე იუსტიციის სამინისტროს პასუხში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ნაწილში უნდა გამოკვეთილიყო საქართველოს ის საერთაშორისო აღიარება, რაც 2014 წელს საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად არჩევაში გამოიხატა, რაშიც IDFI სამინისტროს დაეთანხმა და საბოლოო ანგარიშში ცვლილებები შეიტანა.

 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ანგარიშში უნდა დაფიქსირებულიყო ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია, რომელიც 2015 წლის 3-4 ივნისს არის დაგეგმილი, ორგანიზაციამ განმარტა, რომ შეფასება მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, შესაბამისად, ივნისში დაგეგმილი ღონისძიება ვერ მოხვდებოდა ანგარიშში.

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი შენიშვნა ეხებოდა იმ ფაქტს, რომ IDFI-ს ნაწილში აღნიშნული არაა იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც უკვე ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტის მომზადების მხრივ.

 

IDFI-ს განმარტებით, კანონპროექტის ტექსტი, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის და ექსპერტების მიერ შემუშავდა, უკვე რამდენიმე თვეა იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი, თუმცა ის ჯერ პარლამენტისა და მთავრობისთვის ჯერ არ წარუდგენიათ. შესაბამისად, რამდენადაც კანონპროექტზე მუშაობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე IDFI მხოლოდ შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

 

/public/upload/IDFI/OGP/NGO.Report.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024