კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურვის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს

განცხადებები 13 ივლისი 2018

 

კოალიცია “დამუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას არეგულირებს.

 

სადავო ნორმა მოსამართლეობის კანდიდატებს საშუალებას აძლევს საკუთარი სურვილისამებრ დახურონ გასაუბრების (ინტერვიუს) პროცესი, რაც დაინტერესებულ პირებს ართმევს შესაძლებლობას დაესწრონ გასაუბრებას და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის კანდიდატი საბჭოს წინაშე, რა კითხვები ჰქონდათ საბჭოს წევრებს მათ მიმართ და ა.შ. სხდომათა დახურვის ტენდენციამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოიმატა და მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, 2018 წლის თებერვალში გამართული გასაუბრებებისას 50 კანდიდატიდან 34-მა გასაუბრება დახურულ ფორმატში გაიარა, რომელთგანაც 31 მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ხოლო 41-ე მუხლით დაცულია სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება, რომელშიც არა მხოლოდ უკვე დამუშავებულ ინფორმაცია, არამედ თავად ამ ინფორმაციის შექმნის პროცესის ხელმისაწვდომობაც იგულისხმება. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სწორედ ისეთ პროცესს წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ოფიციალური ინფორმაცია - მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები - ფორმირდება და რომლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს.

 

კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ წარედგინა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024