კოალიციის განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

განცხადებები 14 მაისი 2019

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”

 


განცხადებ

 

მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში, „სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული სიუჟეტით (https://bit.ly/2H3D9Ai) და სხვადასხვა მედია საშუალებებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას არჩევის დროს, დარღვეულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა. კანონმდებლობით, ამ მოთხოვნის დარღვევა საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

 

კოალიცია დაინტერესდა მოცემული შემთხვევით, შეისწავლა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ზაზა ხარებავა თანამდებობაზე აირჩიეს და მიაჩნია, რომ ის თანამდებობაზე კანონის დარღვევით იქნა განწესებული. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, პარლამენტმა იმსჯელოს და პარლამენტის რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტოს ზაზა ხარებავას.

 

პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის (2017 წლის 2 ივნისი), მოქმედი რედაქციის მიხედვით „[...]არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.” მსგავს მოთხოვნას ითვალისწინებს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტიც.

 

მოცემული ნორმების ანალიზიდან ცალსახაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც საბჭოს წევრობის კანდიდატს წარადგენს, საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რაც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევას გულისხმობს (სასამართლო დავებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება).

 

ზაზა ხარებავა პარლამენტს 2017 წლის 2 ივნისს ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი” წარუდგინა. ორგანიზაციამ იმის დასადასტურებლად, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 წლის მანძილზე, მისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა, გარკვეული დოკუმენტაცია წარადგინა. ყველა წარდგენილ დოკუმენტში, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”, დავის მხარეს თავად წარმოადგენს და ორგანიზაცია არცერთ მითითებულ საქმეში სხვა პირის ინტერესებს არ იცავს. დოკუმენტების წარდგენის მომენტში, ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, კერძოდ კი არ დასტურდებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია არ იყო უფლებამოსილი წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატი, ხოლო პარლამენტის მიერ არაუფლებამოსილი ორგანიზაციის წარდგენილი კანდიდატის საბჭოს წევრად არჩევა, პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცალსახა დარღვევაა.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის მიხედვით საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია „წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.”

 

გამომდინარე იქედან, რომ ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე პარლამენტის რეგლამენტის (ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის მოქმედი რედაქციის) 219-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოგმართავთ განცხადებით, იმსაჯელოთ და რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტოთ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას.

  

პატივისცემით,


გიორგი მშვენიერაძე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თავმჯდომარე

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024