ევროატლანტიკური კოალიცია ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

განცხადებები 28 თებერვალი 2018

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის არაჰუმანურ ქმედებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას. საგანგაშოა, რომ კვლავ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რჩება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.  

 
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დააკავეს აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით. იგი დაკავების მომენტიდან მოკლებული იყო შესაძლებლობას ესარგებლა ფუნდამენტური უფლებებით, დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, საბოლოოდ კი წაერთვა სიცოცხლის უფლება. მივიჩნევთ, რომ ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება მიმართულია ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლისკენ და ადასტურებს ეჭვებს ტატუნაშვილის მიზანმიმართული მკვლელობის შესახებ.  
 
 
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის წინაშე ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელია საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მათ წინააღდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტები. კვლავ დაუსჯელია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი ე.წ. აფხაზი მესაზღვრე. 
 
 
მისასალმებელია საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ოფიციალური უწყებების დროული რეაგირება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. 
 
 
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას დაუყოვნებლივ გადმოსცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და უზრუნველყოს საქართველოს ორი მოქალაქისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის საშუალება. 
 
 
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების - ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოსახსნელად, ასევე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, რათა პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობებში მონაწილე ყველა პირი.  
 
 
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად. 

 

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სართაშორისო საზოგადოება 
 
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
 
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო 
 
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო 
 
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 
 
- საზოგადოება და ბანკები 
 
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო 
 
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
 
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი 
 
- მწვანე ალტერნატივა 
 
- კავშირი „საფარი“ 
 
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 
 
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
 
- საქართველოს გაეროს ასოციაცია 
 
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ 
 
- მედიის განვითარების ფონდი 
 
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024