კოალიცია უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე

განცხადებები 25 აგვისტო 2017

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა

შერჩევის სამთავრობო კომისიას

 

2017 წლის 17 აგვისტოს თქვენი #4920 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის საქმიანობაში.

 

როგორც მოგეხსენებათ, კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. საჯარო განცხადებასთან ერთად, კომისიაში კოალიციის წარმომადგენელმა კომისიას ელ-ფოსტის საშუალებით იმავე დღეს აცნობა კოალიციის აღნიშნული პოზიცია. სამწუხაროდ აღნიშნული პოზიცია სახელმწიფოს მიერ გაზიარებული არ იქნა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას.

 

პატივისცემით,

 

ეკა გიგაური

 

კოალიციის თავმჯდომარე

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/letter_final__pdf.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024