კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულ შემადგენლობას მიმართავს

განცხადებები 3 ივლისი 2017

 

მიმდინარე წლის 3 ივლისს,იუსტიციის უმაღლესი საბჭო,განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს.21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა.

 

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 4 არამოსამართლე წევრი 33 კანდიდატიდან აირჩია.სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანომ დროულად არ უზრუნველყო  კანდიდატების განხილვისა და შეფასების სათანადო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით გაწერა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც თითოეული კანდიდატისთვის 5 წუთიანი მოხსენების გაკეთების შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა,  დადებითად შეიძლება შეფასებულიყო, რომ არა პროცესის ფორმალურ ხასიათი. მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესის არსებობისა, კომიტეტის წევრებს და დამსწრე პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კონკრეტული კითხვებით მიემართათ კანდიდატებისათვის.

 

საბოლოოდ, პარლამენტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის, ირმა გელაშვილის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას კანდიდატურებს. საგულისხმოა, რომ არჩეული კანდიდატების უმრავლესობის პოზიცია, სასამართლო სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენების თაობაზე, საზოგადოებისათვის უცნობია და ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე მოიპოვა არჩეული წევრების ნაწილმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, 24 ივნისს, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, დიმიტრი გვრიტიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.დღის წესრიგის თანახმად, ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან  2 ვაკანტურ თანამდებობაზე ცალკე ეყარა კენჭი იმ კანდიდატებს, რომლებიც, კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილნი არიან საბჭოსწევრისთანამდებობასთანერთადეკავოთსასამართლოსთავმჯდომარის, მისიპირველიმოადგილისანმოადგილისანსასამართლოკოლეგიისანპალატისთავმჯდომარისთანამდებობა. დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი, კენჭი ეყარათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ თანამდებობას არ იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ  ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე ამჟამად მენეჯერულ თანამდებობებს არ ითავსებენ, საყურადღებოა, რომ ირაკლი ბონდარენკო 2012-2017 წლებში თავმჯდომარეობდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, ხოლო ვასილ მშვენიერაძე კი, 2012-2016 წლებში იკავებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს.  სასამართლო სისტემაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს აერთიანებს. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრიდან, არცერთი არაა ქალი.

 

კოალიციამ არაერთხელ მოუწოდა მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრებად ნომინირებული კანდიდატებისათვის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემისა და ასევე კანდიდატებისათვის კითხვების დასმისკენ. სამწუხაროდ, აღნიშნული მოწოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ამ არჩევნებზეც არ იქნა გათვალისწინებული. მოსამართლეთა კონფერენციის მსვლელობისას ნომინირებულ კანდიდატებსარც საკუთარი ხედვა და მოსაზრებები წარმოუდგენიათ და არც მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილე მოსამართლეებს მიუმართავთ მათთვის კონკრეტული შეკითხვით.

 

მოსამართლეთა კონფერენციის დასრულების შემდგომ, საბჭოს ახალარჩეული მოსამართლე წევრების მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ახალი წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად  არა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, არამედ წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზისა და მიღწეულის შენარჩუნებას ასახელებენ.

 

მიუხედავად ჩვენი სკეპტიციზმისა, რისი საფუძველიც საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესი და საბჭოს ახალარჩეული წევრების დიდი ნაწილის უკვე საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა,  გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისათვის და საბჭოს განახლებულ შემადგენლობას ვთავაზობთ  შეხვედრას, სადაც კოალიციის სახელით კიდევ ერთხელ გავაცნობთ სასამართლო სისტემაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს, რომელთა გამოვლენასაც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ჩვენი საქმიანობისას ვახდენთ, ასევე ჩვენს ხედვასა და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.

 

ამავდროულად, მოვუწოდებთ საბჭოს განახლებულ შემადგენლობას, რომ საქმიანობა შემდეგი ძირითადი მიმართულებებისკენ წარმართოს:

 

- ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმის განხორციელება: საქმის განაწილების შუალედური წესის შემოღება; სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის დადგენა; მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ქულათა სისტემაზე სრულად გადასვლა და ფარული კენჭისყრის გაუქმება; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და დასაბუთებულობის პრინციპების შესაბამისად და სხვ;

 

- ე.წ. „მესამე ტალღის“ პოზიტიურად შეფასებული ცვლილებების დროული და სათანადო აღსრულება;

 

- 2017 წლის მაისში, დამტკიცებული სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024