კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

განცხადებები 10 მარტი 2017

 

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების ღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.

 

კომიტეტი ამჟამად ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული, 6 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს(ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეები). მათ შორის არის ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიც არის გირგვლიანისა და ენუქიძის საქმე.

 

თითოეული გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მთავრობის მიერ კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის ხელყოფის შემთხვევებს. მიუხედავად ფაქტობრივ გარემოებებში არსებული განსხვავებებისა, ყველა საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ აწარმოა ეფექტური გამოძიება. კერძოდ, სასამართლოსთვის პრობლემური იყო როგორც საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ასევე გამოძიების საფუძვლიანობა და დროულობა.

 

მიღებული გადაწყვეტილებების დროული აღსრულების, მიზნით მინისტრთა კომიტეტმა რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საგამოძიებო ორგანოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნას.

 

საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტური გამოძიების წარმოება. დამნაშავეთა იდენტიფიცირების ნაკლებობამ და დაუსჯელობამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სისტემურ პრაქტიკად ჩამოაყალიბა, რაც დღემდე გრძელდება.  კოალიციამ მინისტრთა კომიტეტს გააცნო გამოძიების სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით არსებული, როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები.

 

აღნიშნული პრობლემების გათვალისიწნებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების უცვლელ მოთხოვნად რჩება. საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ეფექტური გამოძიების ყველა კრიტერიუმს და შესაბამისად წარმოადგენს უალტერნატივო პირობას არსებული გადაწყვეტილებების სრულად და კეთილსინდისიერად აღსრულების კუთხით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024