ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას

განცხადებები 23 ოქტომბერი 2015

2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს. სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.


ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვეღარ შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრმა კარგად გაიაზროს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმე. ხელისუფლება ვალდებულია დაადასტუროს, რომ ადგილი არ აქვს ჟურნალისტების და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ თვალთვალსა და შანტაჟს ან სასწრაფოდ გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ამ მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირები.


ვშიშობთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს პოლიტიკური აქტივისტები და საჯარო მოხელეები და გახშირდეს ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.


მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ მედიის თავისუფლება, არ წაახალისონ ძალადობა და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში აღკვეთონ თავდასხმები ჟურნალისტებზე.


მედიის შანტაჟი და თავდასხმა ჟურნალისტებზე დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც მედიის შეზღუდვის მცდელობა, ასევე მედიის შეზღუდვის ცალკეულ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვის ტოლფასია. ჩვენი საზოგადოება ყოველთვის დაიცავს მედიის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას.


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:


• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
•მედიაკლუბი
•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
•ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
•სატელევიზიო ქსელი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024