კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განცხადებები 10 აგვისტო 2015

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2- ის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. გუშინ სარჩელის უზრუნველყოფის მიზეზით, აღსრულების ბიურომ დააყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ქონების ნაწილი, დღეს კი ყადაღა დაედო მაუწყებლის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას.


ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა.


მიუხედავად იმისა, რომ დავა “რუსთავი 2-ის” შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას.


თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:


• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
•მედიაკლუბი
•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
•ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
•რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024