კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება

სიახლეები | განცხადებები 31 ივლისი 2015

კოალიცია მედიის ადვოკატირებითვის შეშფოთებულია სხვა და სხვა ქალაქის მერიის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2”-სთვის გაცემული ერთგვაროვანი პასუხებით.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე ქუთაისის მერიამ ერთი დღით ადრე უთხრა უარი და მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. ერთამნეთის მსგავსი იყო ფოთისა და ბათუმის ადგილობრივი მთავრობების პასუხები, რომ ქალაქში კონცერტის გასამართი ადგილები სხვა წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რუსთავი 2-ის გეგმის შესახებ – ჩაეტარებინა კონცერტები რეგიონებში, საზოგადოებისთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, ფოთისა და ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია კი ცნობილი, ჯერჯერობით, არ არის.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მედიაორგანიზაციის თვითრეკლამირებაში ხელშეშლას განიხილავს, როგორც მედიასაქმიანობის დამაბრკოლებელ ფაქტად და მოუწოდებს ადგილობრივ მთავრობებს – მეტი პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით მოეკიდონ მსგავს გადაწყვეტილებებს.

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024