IDFI-მ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში” დახურვის ღონისძიება გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 24 ნოემბერი 2023

2023 წლის 22 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) გამართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში” დახურვის ღონისძიება, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი პეტრ კუბერნატი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი,  IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური, ასევე,  მედია სექტორის, აკადემიური სფეროს, საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მან ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს როლზე და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამას პროექტის მხარდაჭერისთვის. 

 

მსმენელებს სიტყვით მიმართა აგრეთვე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ კუბერნატმა, რომელმაც გაიზიარა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობა. ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მისი თქმით, ევროკომისიის დათქმების უმრავლესობა სწორედ მთავრობის ანგარიშვალდებულებიბს გაზრდას ეხება, რაც თავისმრივ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაც მოიაზრებს. 

 

ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის აქტივობები და მიღწევები, ასევე, შედგა  პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, მომზადდა და გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით სამართლებრივი სტატიები, აგრეთვე, მომზადდა სახელმძღვანელო “ეროვნული კანონმდებლობა, კონვენცია და საჯარო ინფორმაციის უფლება: პრაქტიკული რჩევები შედეგიანობის გასაზრდელად”.

 

აღნიშნული სახელმძღვანელო მოიცავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნორმატიული რეგულირებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების განმარტებას. სახელმძღვანელო ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს და მისი გამოყენებას ეროვნულ დონეზე. სახელმძღვანელო შეიცავს პრაქტიკულ კომპონენტებს, შესაბამისად, იგი გამოადგება აუდიტორიის ფართო წრეს, მათ შორის, არა მარტო პრაქტიკოს იურისტებს, არამედ, ნებისმიერ საჯარო ინფორმაციით დაინტერესებულ პირს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023